ეს აქამდე არსებული შეზღუდვის გამო გახდა საჭირო, რაც მხოლოდ 2021 წლის სექტემბრამდე არსებულ მონაცემებს ეყრდნობოდა… OpenAI ChatGPT-ის შესაძლებლობებს აფართოებს და ვებზე ჩეტბოტს ამატებს, რათა მომხმარებლის გამოცდილება კიდევ უფრო გააუმჯობესოს. ჩეტბოტს ახლა Browsing ფუნქციის დახმარებით შეუძლია, ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე რეალურ დროში. არც ის დავივიწყოთ, რომ ჯერ კიდევ მარტში OpenAI-მ ინტერნეტმომსახურებები დაამატა, რასაც მაისში Bing-ზე ვებძიების ინტეგრირებაც მოჰყვა.
სულ თავიდან ChatGPT Plus-ისა და Enterprise-ის აბონენტებისთვის ბეტა რეჟიმში იყო ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, უახლესი ინფორმაციები წყაროების ბმულებით მიეღოთ. თუმცა ის დროებით არასწორი გამოყენების გამო ამოიღეს. აი, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ ChatGPT პატივს სცემს კონტენტის მფლობელთა ინსტუქციებს, OpenAI-მ Browse with Bing-ის ფუნქცია გაგვაცნო.
აი, რაც შეეხება უკვე ჩვენს Browsing ფუნქციას, მისი გამოცდა ბეტა რეჟიმი წარმატებით დასრულდა. ჩეტბოტი Microsoft-ის Bing-ის ვებ-ბრაუზერს იყენებს ინტერნეტთან წვდომისთვის და ამგვარად, გამომწერებსაც მარტივად შეუძლიათ აირჩიონ Browse GPT-4 მოდელიდან.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, OpenAI-მ ჩეტბოტში DALL-E 3 ჩააშენა, რითაც ტექსტებზე დაფუძნებით სურათების გენერირების პროცესი გაამარტივა. ამით სარგებლობა კი მომხმარებლებს როგორც ვებზე, ისე მობილურ პლატფორმებზე შეუძლიათ ჩეტბოტში GPT-4 ჩანართიდან DALL-E 3 (Beta)-ს არჩევით. არც აუდიო და ვიზუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება დავიწყებიათ, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ ვერბალური საუბრები და მოძებნონ სურათების დახმარებით. მას ძილის წინ ზღაპრების მოფიქრება და მოყოლაც კი შეუძლია…