ChatGPT-ში სიახლეებია — OpenAI-მ დღეს განაცხადა, რომ ჩეტბოტის პრემიუმ მომხმარებლებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ChatGPT Plus-ისთვის, Team-ისა და Enterprise-ისთვის იხდიან, შეუძლიათ ახლა GPT-4 Turbo-ს განახლებული და გაუმჯობესებული ვერსიით ისარგებლონ.
აქ წერის, მათემატიკის, ლოგიკური დასაბუთებისა და კოდირების უკეთესი შესაძლებლობები იგულისხმება, რომ აღარაფერი ვთქვათ, განახლებულ ცოდნის ბაზაზე: თუ წინა მოდელი 2023 წლის აპრილამდე არსებულ მონაცემებს მოიცავდა, ახლა დეკემბრამდე არსებულ მონაცემებსაც ეყრდნობა.
„როცა ChatGPT-ის ახალ GPT-4 Turbo-ს მიწერთ, პასუხები მეტად პირდაპირი იქნება, ნაკლებად ვერბალური და უფრო მეტად გამოიყენებს სასაუბრო ენას“, — აცხადებენ OpenAI-ში.













