in

ChatGPT თითოეული ინფორმაციის წყაროს მიუთითებს

M2

ბევრისთვის ChatGPT ნამდვილად კარგი თანამგზავრი და დამხმარეა კვლევისთვის თუ ტექსტების გენერირებისთვის. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლები მუდმივად აკრიტიკებდნენ გამჭვირვალობის ნაკლებობას — რთულია ინფორმაციის დაჯერება, როცა შესაბამისი წყაროები არაა მითითებული. ახლა კი OpenAI-მ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა. უახლესი განცხადების თანახმად, ამიერიდან ჩატბოტი წყაროების ბმულებსაც მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT პირდაპირ არ ციტირებს ინფორმაციას, სანდოობისთვის მაინც საჭიროა ამ ფუნქციის გააქტიურება. თავის მხრივ, ყველასთვის დამატებითი უპირატესობაა ფაქტების შემოწმება თუ საკითხის უფრო ვრცლად შესწავლა. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ნაბიჯი იყოს „AI ჰალუცინაციების“ მოგვარების გზაზე — ადამიანები თავად დაადგენენ, რა არის რეალური და რა არა.

საგულისხმოა, რომ განახლება მას შემდეგ გამოჩნდა, რაც The New York Times-მა OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. რედაქცია ტექნიკურ გიგანტს კონტენტის მითვისებაში ადანაშაულებდა, სადაც შესაბამისი წყარო არ იყო მითითებული.

Heinz-ის ინტერაქციული ბილბორდები ანაზღაურებს იმას, რაც ხალხს აკლია

როგორ მოქმედებს ChatGPT-ის ხშირი გამოყენება სტუდენტებზე?