ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უკვე საშუალება ექნებათ, ChatGPT ჩეტბოტი თავიანთი ტელეფონებიდანაც გამოიყენონ. მეტიც, მათ შეეძლებათ მოთხოვნები აღარ დაწერონ და პირდაპირ უთხრან იგი ჩეტბოტს. აპლიკაცია უფასო იქნება, ხოლო მომხმარებელთა საუბრების ისტორიების სხვადასხვა iOS მოწყობილობებში სინქრონიზება მარტივად შესაძლებელი გახდება.
აქამდე კი ChatGPT-ის ტელეფონის ბრაუზერის ან მესამე მხარის აპლიკაციების დახმარებით იყენებდნენ… რაც შეეხება ChatGPT Plus გამომწერებს, რომლებიც ყოველთვიურად 20 დოლარს იხდიან, მათ კომპანიის უახლეს GPT-4-ის მოდელზე ექსკლუზიური წვდომა ექნებათ. ამასთან, პასუხებს უფრო სწრაფად მიიღებენ და აპლიკაციის ახალ ფუნქციებს სხვებზე ადრეც გაეცნობიან.
მართალია, iOS-ის აპლიკაცია ჯერ მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ჩაუშვეს, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, მომდევნო კვირებში იგი უფრო მეტი ქვეყნისთვის გახდება ხელმისაწვდომი.