in

ChatGPT კონტენტის იდეებს მეილით გამოგიგზავნით

Lenovo
Lenovo

ერთი შეხედვით, კრეატორობა ოცნების სამსახურს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ეს შეიძლება დამღლელი იყოს. თუ რეგულარულად ქმნით კონტენტს, იცით, რა რთულია, ყოველთვის „ჩართული” იყოთ ისე, თითქოს იდეები საწარმოა და ერთი მეორის მიყოლებით ლაგდება. წერა, გადაღება, რედაქტირება, გამოქვეყნება და შემდეგ პასუხების გაცემა – ერთად საკმაოდ შრომატევადია. თანაც ამ გზას თითოეული პოსტისთვის ცალ-ცალკე გადიხართ, ხოლო პოსტები რომ ხილვადი იყოს, ხშირად უნდა დაიდოს. თანმიმდევრულობა კრეატორისთვის არჩევითი არ არის, პოსტების ნაკლებობა შესაძლებლობების დაკარგვას ნიშნავს. 

სწორედ აქ შემოდის ხელოვნური ინტელექტის როლი. ნელ-ნელა კრეატორები იდეების გენერირებასა თუ საკუთარის დახვეწაში ChatGPT-ს იყენებენ. თუმცა, გარდა ამისა, ავტომატიზებული პროცესის კიდევ მეტი ავტომატიზაციაც შესაძლებელია. კერძოდ, დილა შეგიძლიათ დაიწყოთ ChatGPT-ს მეილებით, რომელშიც თქვენი საუკეთესო იდეებია კატეგორიებად დალაგებული. ამ გზით თავს აარიდებთ ChatGPT-ს ისტორიებში ქექვას და არც ცალკე Google Docs-ის გამოყენება მოგიწევთ. 

თითქოს მარტივი სისტემაა, მაგრამ მნიშვნელოვნად ცვლის კონტენტის მიმართ მიდგომას. ის არ საჭიროებს რაიმე დამატებით ინსტრუმენტებს სამუშაოდ, მხოლოდ ელფოსტას და ChatGPT-ს. დატვირთულ დღეებში ეს ელფოსტები კონტენტკალენდრის ფუნქციას ასრულებს. 

როგორ დავაყენოთ ეს ფუნქცია

ამას სულ რაღაც 10 წუთი დასჭირდება და არც ტექნიკური უნარები გჭირდებათ. საჭიროა მხოლოდ:

  • რეგულარულად ისაუბროთ ChatGPT-თან — თქვენი სამუშაოს, იდეების, პროექტების, პრობლემებისა და აზრების შესახებ. რაც უფრო მეტს იზიარებთ, მით უფრო მკვეთრი ხდება მისი შემოთავაზებები;
  • რაც შეეხება მეილების ფუნქციას: გადადით ChatGPT Schedules-ში (ადრე ChatGPT Task ერქვა) ჩასვით ეს მოთხოვნა: „მოძებნე მეხსიერებაში ბოლოდროინდელი საუბრები. აირჩიე და გადააქციეთ ისინი კონტენტის იდეებად. მომწერე ელ.ფოსტა”

აქვე გაჩვენებთ, ვიზუალურად როგორ უნდა გადართოთ თქვენი მონაცემები იმისთვის, რომ შეხსენებები მეილზე მიიღოთ.

ამ მეთოდით, თანმიმდევრული კონტენტის შექმნა აღარ მოითხოვს შთაგონების იძულებას. ეს უბრალოდ შექმნის პროცესის დაწყების გამარტივებაა. 

მიეცით ხელოვნურ ინტელექტს საშუალება, რომ ქაოსური სამუშაო დაგილაგოთ

კონტენტის შექმნა მხოლოდ კრეატიულობა არ არის, ეს დრო და შესაძლებლობაა. ყოველთვის არ ვართ ისეთ ხასიათზე, არც გარემოში, რომ მუდამ მზად ვიყოთ გონებრივი დაძაბვისთვის, ვადების დაცვისთვის და დავალებების მართვისთვის. ჩვენი შემოქმედებითი ენერგიის დასაცავად საჭიროა სისტემები, რომლებიც დაგვეხმარება:

  • ჩვენი საუკეთესო იდეების მოფიქრებაში
  • მათ ხელახლა გადახედვაში
  • შენახვასა და გამოქვეყნებულ კონტენტად ჩამოყალიბებაში

მიეცით ხელოვნურ ინტელექტს საშუალება, შეინახოს თქვენი იდეები და გამოგიგზავნოთ მაშინ, როდესაც ამის დრო დადგება.

იაპონური ფილოსოფია Wabi-Sabi, რომელიც TikTok-ზე სილამაზის სტანდარტებს ეხმაურება

უდაბნოში რომ გაგაგრილებთ ისეთია Apple-ისთვის ახალი iPhone 17 Pro