in

ChatGPT-მ ჯგუფური ჩატები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა

Lenovo
Lenovo

ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ChatGPT-ის საერთო ჩატში რაღაცების დაგეგმვა, შექმნა და გადაწყვეტილებების მიღება შეეძლებათ, იქნებიან მეგობრები, ოჯახის წევრები თუ თანამშრომლები. თავად OpenAI ფიქრობს, რომ ჩეტბოტის ჯგუფურ ჩატში მოგზაურობებს დაგეგმავენ, ერთად დაწერენ დოკუმენტებს, დებატებს გადაჭრიან ან, თუნდაც, კვლევაზე იმუშავებენ. მით უმეტეს, რომ ChatGPT მათ სწორედ კვლევაში, შეჯამებასა და ვარიანტების შედარებაში დაეხმარება. 

ჯგუფური ჩატის შესაქმნელად მომხმარებლებმა შესაბამის სიმბოლოს უნდა დააკლიკონ და შემდგომ დაამატონ მათში მონაწილეები. ამ უკანასკნელს უბრალოდ ლინკის გაზიარებითაც შეძლებენ. შემდგომ კი ჩეტბოტი ყველას მოსთხოვს პროფაილის გამართვას თავიანთი სახელითა და ფოტოთი. 

ჯგუფურ ჩატში გაერთიანება სულ 20 ადამიანს მოწვევის საფუძველზე შეუძლია. პერსონალური პარამეტრები და ისტორია, რაღა თქმა უნდა, კონფიდენციალური რჩება თითოეული მომხმარებლისთვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი ადამიანის არსებულ ჯგუფურ ჩატში დამატებით ახალი საუბარი იწყება და ორიგინალი ჩატი შეუცვლელი რჩება. 

 

View this post on Instagram

 

A post shared by ChatGPT (@chatgpt)

როგორც OpenAI ამბობს, ChatGPT-მ კარგად იცის, როდის ჩაერთოს საუბრებში და როდის გაჩუმდეს, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ, ChatGPT-ის დათაგვით მოიხმონ იგი ჩატში. საინტერესოა, რომ ჩეტბოტს შეტყობინებებზე რეაქციების დატოვება ემოჯებითაც შეუძლია…

დროთა განმავლობაში ვხედავთ, რომ ChatGPT უფრო აქტიურ როლს თამაშობს რეალურ ჯგუფურ საუბრებში, ეხმარება ადამიანებს დაგეგმვაში, შექმნასა და ერთობლივ მოქმედებებში.

ამ ცვლილებით, თითქოს, ChatGPT ჩვეულებრივი ჩატიდან სოციალურ პლატფორმად ყალიბდება… თანაც, ამ სიახლეს კი წინ GPT-5.1-ის ჩაშვება უძღოდა…

რატომ გამოიყენება სინთეტიკური მონაცემები ხელოვნურ ინტელექტში

არასოდეს გამოტოვოთ Instagram Story თქვენი კონტენტსტრატეგიიდან!