in

მალე ChatGPT-ის მეხსიერების კონტროლს შეძლებთ

veon
veon

ტესტირების ფარგლებში, OpenAI-მ მეხსიერების ახალი ფუქნცია უფასო და ფასიანი მომხმარებლების მცირე ნაწილისთვის აამუშავა, რასაც მალე საჯარო ჩაშვება მოჰყვება. მარტივი ბრძანებით გადაწყვეტთ, ჩეთბოტმა დაიმახსოვროს საუბრის კონკრეტული ნაწილი თუ დაივიწყოს.

„ამიერიდან რაღაცების დამახსოვრებით ან დავიწყებით, ჩეთბოტს მეტად შესაბამისი პასუხების გაცემა შეეძლება. მასთან საუბრისას, შეგიძლიათ, რაიმე კონკრეტულის დამახსოვრება სთხოვოთ ან პირიქით, დაავიწყოთ. ცხადია, ChatGPT-ის მეხსიერება მით უფრო გაუმჯობესდება, რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ“, — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

იმ სცენარების წარმოდგენა კი, სადაც მეხსიერების კონტროლის ფუნქცია ნამდვილად გამოგვადგება, რთული არაა. მაგალითად, თუ გსურთ, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული რჩევენი მცირეწლოვან ასაკს ეხებოდეს, შეგიძლიათ მარტივად მიუთითოთ: დაიმახსოვრე, მე მცირეწლოვანი შვილი მყავს.

გარდა ამისა, OpenAI რამდენიმე სარგებელს ბიზნესის კონტექსტშიც გამოყოფს… მაგალითად, ბლოგპოსტებისთვის მუდმივად ერთი ტონის, ფორმატისა და პრეფერენციების დამახსოვრება. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ჩატის წაშლა სისტემის მეხსიერების გასუფთავებას არ გულისხმობს — ამისათვის სპეციალური მოთხოვნის მიწერა დაგჭირდებათ.

ვინაიდან დროთა განმავლობაში ChatGPT-ს ბევრი პერსონალური დეტალის დამახსოვრება შეუძლია, ამას OpenAI განვითარების შესაძლებლობად გამოიყენებს. ბუნებრივია, მსგავსად მოდელები მნიშვნელოვნად დაიხვეწება და მეტად პერსონალურიც კი გახდება. „ChatGPT-ის მოგონებები ვითარდება თქვენი ურთიერთქმედებით და არ არის დაკავშირებული კონკრეტულ საუბრებთან“, — წერს OpenAI.

ლიბერთიმ ბიზნესისთვის Visa B2B Connect-ის პლატფორმა დანერგა

4 გზა ხელმძღვანელების მოტივაციის ასამაღლებლად