in

Microsoft ChatGPT-ის თავის ყველა პროდუქტში დანერგავს

veon
veon

შესაძლოა, Microsoft-ის პროდუქტიულობის აპლიკაციები მალე კიდევ უფრო პროდუქტიული გახდეს, ხელოვნური ინტელექტის ჯადოსნური ძალების გამოყენებით. როგორც აცხადებენ, კომპანია ChatGPT-ის, ენის დამუშავების ალგორითმს, Word, PowerPoint, Outlook და სხვა პროგრამებისთვის გამოიყენებს. გამოდის, მძლავრი OpenAI პლატფორმის ინტეგრაციით, Microsoft-ის აპლიკაციები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მომენტალურად „შექმნან ტექსტი, მარტივი მოთხოვნით“.

მაგალითისთვის, Outlook-ის შემთხვევაში, ChatGPT დაგეხმარებათ, უფრო მარტივად იპოვოთ სასურველი მეილი — მაშინაც კი, თუ შესაბამისი საკვანძო სიტყვები არ გამოგიყენებიათ. ასევე, ალგორითმს შეუძლია, მომხმარებლებს ავტომატური პასუხები შესთავაზოს და ცვლილებების რეკომენდაცია გასცეს, რათა გაგზავნილი შეტყობინება ძალიან ჟარგონული არ იყოს.

უბრალოდ, Word-ის შემთხვევაში, დასაკონკრეტებელია, რა სახით დაინერგება AI ალგორითმი… ზოგადად, OpenAI ამჟამად ხელს უწყობს უსაფრთხოების ზომებს, რათა დაეხმაროს ადამიანებს, დაადგინონ, არის თუ არა ტექსტი „AI პლაგიატი“ — ანუ, შედგენილია ChatGPT-ის მიერ. ამისათვის ერთ-ერთი გამოსავალია სიტყვების საიდუმლო თანმიმდევრობა, რომელთა გაშიფვრაც ექსპერტების მიერაა შესაძლებელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაიკროსოფტი ChatGPT-ის Bing-ის გასაუმჯობესებლადაც გამოიყენებს, რათა მოწინავე საძიებო პლატფორმად იქცეს. ეს ტენდენცია გასაკვირი სულაც არაა, რადგან გენერაციული AI არის ძალა, რომელსაც ტექნიკური გიგანტები სწრაფად ითვისებენ შეთავაზებების გასავითარებლად.

FActory-ის ახალი კამპანია — მოძრაობის დროა!

როგორ უნდა ავუმაღლოთ მოტივაცია საუკეთესო თანამშრომელს, როცა დაწინაურება შეუძლებელია?