მართალია, გასულ კვირას ახალი GPT-5 უნივერსალურ მოდელად გაგვაცნო, მაგრამ მომხმარებელთა უკმაყოფილების გამო, მოდელების არჩევის ხელსაწყოს დაბრუნება მოუწია. როგორც სემ ალტმანი გვეუბნება, ამ ხელსაწყოს დახმარებით მომხმარებლებს ახალი მოდელის Auto, Fast და Thinking პარამეტრი შეუძლია აირჩიონ. მათგან Auto კი ისე იმუშავებს, როგორც თავდაპირველ GPT-5-ს უნდა ემოქმედა…

გარდა GPT-5-ის ახალი რეჟიმებისა, გამომწერებს ძველ AI მოდელებს შორისაც შეეძლებათ არჩევანის გაკეთება, იქნება ეს GPT-4o, GPT-4.1 თუ o3. მოდელის არჩევის ხელსაწყოში თავიდანვე დაგხვდებათ GPT-4o, დარჩენილი ვერსიების დამატებას კი ჩეტბოტის პარამეტრებიდან შეძლებთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, მომხმარებელთა უკმაყოფილება ახალი მოდელის მიმართ მაღალ მოთხოვნებსაც შეგვიძლია, დავაბრალოთ… თუმცა OpenAI-ც პასუხობს მათ და გვპირდება, რომ GPT-5-ს მეტად თბილ ხასიათს შესძენს — „ყველაფერს ყოველთვის პირველივე ცდაზე ვერ მივიღებთ, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ იმით, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია გუნდს ცვლილებებზე რეაგირება… ბოლო დღეებმა კი ერთი რამ გვასწავლა, რომ გვჭირდება მივაღწიოთ სამყარომდე, რომელშიც მოდელის პერსონალიზმი უფრო მეტად იქნება მორგებული თითოეულ მომხმარებელზე“.












