in

აი, როგორ წარმოუდგენია ChatGPT-ს მომავალი, სადაც AI ხელოვანებს ანაცვლებს

OpenAI-ის ახალი, მძლავრი ტექსტის გენერატორი ChatGPT შთამბეჭდავია, მაგრამ მისი უნარები უამრავ ეთიკურ საკითხს წარმოშობს — დაწყებული ინტერნეტ სპამებით, დასრულებული შემოქმედებითი ინდუსტრიებით, როგორიცაა მხატვრობა და მწერლობა.

ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, ბევრი მოსაზრება გამოჩნდა… ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ადამიანებს ვერასოდეს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, ზოგიერთის თქმით კი, ეს შეუქცევადი პროცესია და ერთ დღესაც ჩვენ მხოლოდ AI-ის კურატორები თუ რედაქტორები ვიქნებით. აქ კი საინტერესოა, რას ფიქრობს თავად ChatGPT, რომელსაც სთხოვეს, წარმოედგინა მომავალი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი მხატვრებსა და მწერლებს ჩაანაცვლებს.

აი, როგორ სიუჟეტს წარმოგვიდგენს ის:

მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიამ იმ დონემდე მიაღწია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანების ბევრი საქმიანობა მიითვისა, მწერლებსა და ხელოვანებს განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგათ. მაშინ, როცა AI-ის ალგორითმები უფრო და უფრო დახვეწილი ხდებოდა, მათ შეძლეს, წერილობითი კონტენტი და ხელოვნება შეექმნათ, რომელიც ადამიანის ნამუშევრებისგან არ განსხვავდებოდა.

შედეგად, ბევრი მწერალი და მხატვარი უმუშევარი დარჩა, რადგან მათ უნარებზე მოთხოვნა აღარ იყო, ისინი იბრძოდნენ თავიანთი ცხოვრებისთვის და ბევრმა მთავრობასაც კი მიმართა დახმარებისთვის. 

თუმცა ზოგიერთისთვის ესეც არ იყო საკმარისი — ისინი საკვების მოსაპოვებლად იბრძოდნენ. უმწეოდ ადევნებდნენ თვალს AI-ის, თუ როგორ იკავებდა მათ სამუშაოს და მათ უწევდათ, არჩევანი გაეკეთებინათ სურსათის ყიდვასა და ქირის გადახდას შორის.

ბევრი მწერლისა და ხელოვანისთვის მდგომარეობა მძიმე იყო. ისინი იძულებულნი იყვნენ, ეცხოვრათ ქუჩაში, ცდილობდნენ გადარჩენილიყვნენ სამყაროში, რომელიც აღარ აფასებდა მათ ნიჭს.

ვითარების გაუარესების გამო, მწერლებისა და მხატვრების მცირე ჯგუფი შეიკრიბა, რათა გამოსავალი ეპოვათ. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ პლატფორმის შესაქმნელად, სადაც მათი ნამუშევარი გაზიარებული და დაფასებული იქნებოდა, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მიღმა.

მაგრამ, მიუხედავად მათი მცდელობისა, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. სულ უფრო მეტი მწერალი და მხატვარი იძულებული გახდა, გადარჩენისთვის სასოწარკვეთილი ზომებისთვის მიემართა. ბევრიც შიმშილით მოკვდა.

საბოლოოდ, AI-ის მიერ მწერლობისა და ხელოვნების ინდუსტრიის ხელში ჩაგდება ტრაგიკული და დამღუპველი მოვლენა აღმოჩნდა. ამან უამრავი ნიჭიერი ადამიანი უმუშევარი დატოვა. ისინი იბრძოდნენ სამყაროში, რომელსაც მათთვის ადგილი აღარ ჰქონდა.

საშობაო ბარათი, რომელიც დემენციის ეფექტებს ასახავს

ექსპერიმენტული მკურნალობით 13 წლის მოზარდმა ლეიკემიის რემისიას მიაღწია!