in

ChatGPT სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი გახდა

OpenAI-ის ChatGPT-იმ, ტექსტის გენერატორმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი ხმაური გამოიწვია. ახლა კი მკვლევართა ერთი ჯგუფი (Ansible Health) იმდენად დარწმუნებულია ალგორითმის შესაძლებლობებში, რომ ჩეთბოტი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორად აქციეს. 

ცხადია, ამ ნაბიჯმა ონლაინ დისკუსია გამოიწვია იმის შესახებ, თუ რა როლს შეასრულებს AI ჩეთბოტი მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში — მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ახერხებს რეალური ფაქტებისა და მხატვრული ლიტერატურის ერთმანეთისგან გარჩევას. სწორედ ამ უკანასკნელის გამო უწოდებს ზოგიერთი ადამიანი ChatGPT-ის თანაავტორობას „სრულ სისულელეს“; ზოგიერთი კი ეპოქის დასასრულზე წუხს, ანუ იმ დროის, როდესაც მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ წერა…

რეალურად, Ansible Health დოკუმენტი უფრო დიდი ტენდენციის ნაწილია. გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ანგარიშში, Nature-მა კიდევ რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ChatGPT-ის იყენებენ თანაავტორად. გამოდის, გამომცემლები უნდა შეეგუონ ახალ რეალობას, სადაც ჩეთბოტები აქტიურად იქნება ჩართული სამეცნიერო კვლევებში.

„მიზეზი, რის გამოც ChatGPT ჩვენი ნაშრომის თანაავტორად ვაქციეთ, ასეთია: ჩვენ გვჯერა, რომ მან ნამდვილად ინტელექტუალური წვლილი შეიტანა კვლევაში. მან ისევე შეუწყო ნაშრომის სრულყოფას ხელი, როგორც ამას საშუალო ავტორისგან მოველოდით“, — ამბობს bioRxiv-ის, Ansible Health-ის გამომცემლის, თანადამფუძნებელი, რიჩარდ სევერი.

რა თქმა უნდა, ავტორობის მინიჭება გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორად მივიჩნიოთ. ხოლო მის მიერ გენერირებული ტექსტის გამოყენება, სათანადო ციტირების გარეშე, შეიძლება, პლაგიატად ჩაითვალოს“, — აცხადებს ჰოლდენ ტროპი, სამეცნიერო ნაშრომების რედაქტორი.

ზეტ თაობას „იღბლიანი გოგოს სინდრომი“ აქვს — რას ნიშნავს ეს?

როგორ უნდა გაუმკლავდეთ გადაღლილობას და გადაწვას?