in

ექიმები ხელოვნურ ინტელექტს პაციენტებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ

როგორც აღმოჩნდა, OpenAI-ის პოპულარულ ChatGPT-ის ჩეტბოტს უკვე ექიმებიც იყენებენ, რათა პაციენტებთან კომუნიკაცია მეტად ემპათიური გზებით დაამყარონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი სამედიცინო დანიშნულებებს მეტად ადამიანურ ენაზე თარგმნის და დამაბნეველ სამედიცინო ჟარგონებს ამარტივებს. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ექიმები ცნობილნი არიან რთული ენის გამოყენებით, ეს საკმაოდ კარგი ამბავი უნდა იყოს… მაგრამ რა არ მოსწონთ Microsoft-ში?

როგორც ამბობენ, ზოგიერთი ექიმი ჩეტბოტს პაციენტებისთვის ცუდი ახალი ამბების სათქმელადაც კი იყენებს და სწორედ ეს საკითხი აწუხებს Microsoft-ს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი პიტერ ლი ამბობს, რომ ეს მას თავს უცნაურად აგრძნობინებდა. ზოგიერთი ჩეტბოტს კონკრეტულ დაავადებასთან გასამკლავებლად რჩევებსაც კი ეკითხებოდა…

ცხადია, ყველა ვერ თანხმდება იმაზე, რომ ჩეტბოტების გამოყენება პროფესიის ყველაზე ჰუმანური ნაწილის ჩასანაცვლებლად კარგი იდეაა. თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები საუბრისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანაგრძნობას, ემპათიის ხელსაწყოთი ჩანაცვლებამ კი სიტუაცია შეიძლება გააუარესოს კიდეც…

მილდიანის წარმატება WINEXPO 2023-ზე

საქართველოში Laline-ის პირველი მაღაზია იხსნება!