in

ChatGPT Search-ს შოპინგის ფუნქციები დაემატა

Briano.ai
Briano.ai

OpenAI-მ გადაწყვიტა, მომხმარებლებს გაუმჯობესებული ონლაინ შოპინგის გამოცდილება შესთავაზოს, ამიტომაც განახლებული ChatGPT Search წარადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ჩეტბოტის მომხმარებლები პროდუქტებს მოძებნიან, ChatGPT რამდენიმე რეკომენდაციას შესთავაზებს მათ, სურათებსაც წარუდგენს და შეფასებებსაც ზოგიერთი ნივთის შემთხვევაში. მეტიც, პირდაპირ ლინკებსაც მიაწვდის, სადაც ამ კონკრეტული პროდუქტების ყიდვას შეძლებენ.

OpenAI-ის თქმით, მომხმარებლებს შეუძლიათ, ძალიან სპეციფიკური კითხვებიც კი დასვან ბუნებრივ ენაზე და პასუხებიც შესაბამისი მიიღონ. ხოლო დასაწყისისთვის კომპანია ისეთ კატეგორიებში იწყებს ექსპერიმენტებს, როგორებიცაა მოდა, სილამაზე, საყოფაცხოვრებო ნივთები და ელექტრონიკა. 

ფუნქცია GPT-4o მოდელში უკვე ჩაეშვა როგორც ChatGPT Pro-ს, Plus-ისა და Free-ის, ისე დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

რაღა თქმა უნდა, ჩეტბოტის ახალი ფუნქციით პირდაპირ გუგლს უპირისპირდებიან, რათა მასზე უკეთესი და მეტად პერსონალიზებული გამოცდილება შექმნან პროდუქტებისა და ინფორმაციების საპოვნელად ინტერნეტში. ონლაინ შოპინგი კი გუგლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ Google Search-ის სარეკლამო ბაზარზე პრიორიტეტულმა განლაგებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა პროდუქტის ხარისხი წლების განმავლობაში…

რაც შეეხება ჩეტბოტის რეკლამებს, ამ განახლების ფარგლებში ამაზე ნამდვილად არაფერს ამბობენ. შემოთავაზებული პროდუქტები კი სტრუქტურულ მეტამონაცემებს დაეფუძნება მესამე მხარიდან, იქნება ეს ფასები, პროდუქტის აღწერილობები თუ შეფასებები. ამისთვის კი OpenAI არაფერს მიიღებს.

მიუხედავად ამისა, თუ აქამდე CEO სემ ალტმანი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ჩეტბოტში რეკლამების გამოყენების, ბოლო დროს ტონი ცოტათი შეიცვალა. გემოვნებიან რეკლამირებაზე საუბრობს, რაშიც პრიორიტეტულ განლაგებებს კი არა, არამედ გაყიდული პროდუქტიდან წილის აღებას მოიაზრებს…

თანაც, OpenAI ამბობს, რომ Search-ზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იმატებს — მომხმარებლებმა გასულ კვირას ChatGPT-ს მილიარდჯერ მიმართეს!

Radisson RED Tbilisi წარმოგიდგენთ ახალ სივრცეს – Steakhouse #1

Radisson RED Tbilisi Ignites the Scene with Steakhouse #1 and a Bold New Menu