ისე გამოვიდა, რომ დღეს ადამიანები ChatGTP-სთან ყოველდღიურად ურთიერთობენ, ყველაფერს ეკითხებიან, დაწყებული სამსახურის და დამთავრებული პირადი ამბებით. თუმცა იცოდით, რომ მრავალი პარამეტრი და ფუნქცია არსებობს, რომლებიც ჩეტბოტისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ? ახლა, სწორედ მათზე მოგიყვებით და ChatGPT-ის 4 პარამეტრს გაჩვენებთ, რომლებიც უნდა შეცვალოთ:
მონაცემების კონტროლი და კონფიდენციალურობა
სანამ ChatGPT-ის მეტად პერსონალურს გახდით, მონაცემებში უნდა შეხვიდეთ. სხვა ტექნოლოგიური მომსახურებების მსგავსად, OpenAI-ც მომხმარებელთა მონაცემებს იყენებს ჩეტბოტის გასაუმჯობესებლად. თუმცა, თუ ეს იდეა არ მოგწონთ, ალბათ, მონაცემების კონფიდენციალურობას ამჯობინებთ.
ამიტომ, შედით ChatGPT-ში, შემდეგ დააკლიკეთ პროფილის სურათს ზედა მარჯვენა კუთხეში, გადადით Settings-ში და აირჩიეთ Data Controls. შემდეგ კი მიაკითხეთ Improve the model for everyone-ს გამოსართავად. ალტერნატიული მეთოდიც შეგვიძლია გაგაცნოთ — თუ არ გსურთ, რომ OpenAI-ს თქვენს ტექსტურ ჩატებზე ჰქონდეს წვდომა, შეგიძლიათ ინდივიდუალურად გამორთოთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ოღონდ თუ მოდელის გაუმჯობესებას მთლიანად გამორთავთ, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ავტომატურად გამოირთვება და მათ დამოუკიდებლად ჩართვას ვეღარ შეძლებთ.
მოირგეთ თქვენი ChatGPT
მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT თქვენ შესახებ პროცესში იმახსოვრებს ინფორმაციებს, ასევე, შეგიძლიათ, მას ინფორმაცია თავად მიაწოდოთ, რაც, თავის მხრივ, პასუხების მორგებაში დაეხმარება. ეს ყველაფერი კი Customize ChatGPT-ის ფუნქციის დახმარებით შეგიძლიათ, გააკეთოთ. ასე პასუხები თქვენს პრეფერენციებსაც შეგიძლიათ მოარგოთ, მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ, არ იყოს ზედმეტად პოზიტიური.
ამისთვის, შედით ჩეტბოტის ვებგვერდზე, დააკლიკეთ კვლავ პროფილის სურათს ზედა მარჯვენა კუთხეში, შემდეგ კი Customize ChatGPT აირჩიეთ — შეგიძლიათ, უთხრათ, რა მახასიათებლები გსურთ, რომ თქვენს ჩეტბოტს ჰქონდეს, ინფორმაციებიც მიაწოდოთ, თქვენი ოჯახის, საცხოვრებელი ადგილებისა და ინტერესების შესახებ.
მეხსიერება
Memory-ის ფუნქციის არსს კი სახელი პირდაპირ გადმოგვცემს — იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებსაც ჩეტბოტი თქვენ შესახებ დაიმახსოვრებს, ეს მოიცავს ძველ მოთხოვნებსა და კითხვებს. ფუნქციაზე წვდომის მისაღებად კი პარამეტრებს უნდა მიაკითხოთ და Personalization მოძებნოთ, შემდეგ კი თავად განსაზღვროთ, რა დაიმახსოვროს და რა, არა თქვენზე ჩეტბოტმა.
ხმოვანი რეჟიმი
ტექსტური ჩატების ნაცვლად, ჩეტბოტს პირდაპირ შეგიძლიათ გაესაუბროთ ხმოვანი რეჟიმის დახმარებით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა წერისთვის ვერ იცლით ან სწრაფად გსურთ, რაღაც ჰკითხოთ. ამისთვის ბევრი პარამეტრის შეცვლა არ დაგჭირდებათ, თუმცა შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელი ხმა ჰქონდეს ChatGPT-ს — გადადით Settings-ში, შემდეგ აირჩიეთ Speech და აქედან თავად განსაზღვრეთ, რომელი ხმით გსურთ, რომ ჩეტბოტი გესაუბროთ.