OpenAI-მ სულ ახლახან განაცხადა ChatGPT-ის განახლების შესახებ, რაც ახალ აპლიკაციასა და ინტერფეისს მოიცავს… თუმცა სიახლეებთან ერთად, ყურადღებას იპყრობს ახალ ნიშანი, რომელიც გიგანტური შავ ხვრელს მოგაგონებთ
„ვიცით, რომ ეს მოდელები უფროდაუფრო კომპლექსური ხდება, მაგრამ გვსურს, ინტერაქციების გამოცდილება მეტად ბუნებრივი და მარტივი გახდეს, რათა საერთოდ არ აქცევდეთ ყურადღებას ინტერფეისს“, — აცხადებს მირა მურატი, OpenAI-დან.
ამგვარად, ახალი ინტერფეისი შავი წერტილია, წრე ან ხვრელი — როგორც აღიქვამთ, ისე შეგვიძლია ვუწოდოთ… ხოლო, როცა ChatGPT საუბარს დაიწყებს, შავი წერტილი ტალღოვან ფორმად გარდაიქმნება. ვიდეო ანალიზის გამოყენებისას კი იგი Live ხედვას აჩვენებს იმისა, რასაც „დაინახავს“.
შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ეს წერტილი ძალიან ჰგავს შავ ხვრელს, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ მონოქრომული გადაწყვეტილება საკმაოდ ჭკვიანური იყო — შავი წერტილი ნეიტრალური და მრავლისმომცველია. მართალია, შავი ხვრელის კონოტაციაც არსებობს, მაგრამ ბრენდისგან ეს მაინც დადებით ნაბიჯად აღიქმება, რომელიც ერთი მხრივ, Apple-ის მიერ დანერგილ მინიმალიზმს ეხმიანება.
ChatGPT-ის შავ წერტილს მალე ნახავთ დესკტოპ და მობილურ აპლიკაციებში, თუმცა, სავარაუდოდ, ვებისთვის ჯერ არ გამოიყენებენ.