in

ChatGPT-მ სუდოკუს მსგავსი თამაში შექმნა!

უკვე ითამაშეთ?

M2

OpenAI-ს ChatGPT-მ სულ ახლახან გამოიგონა Sumplete — ახალი თამაში, რომელსაც, როგორც ამბობენ, აქვს პოტენციალი, Wordle-ს ტახტიც კი წაართვას. თუმცა ხელოვნური ინტელექტის მოდელმა თამაშის გასავითარებლად ადამიანისგან გარკვეული დახმარება მიიღო. ჩვენ დენიელ ტეიტზე გესაუბრებით, რომელიც ჩეტბოტს ხელმძღვანელობდა და შექმნა ვებგვერდი, რათა თამაში თქვენც შეგძლებოდათ. 

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ Sumplete ყველასთვის ნაცნობი სუდოკუს მსგავსია, თუმცა აქ წესები განსხვავებულია — მოთამაშეებს აძლევენ ჩარჩოებს ციფრებით, რომლებიც სირთულის მიხედვით განსხვავდება. დამწყებთათვის მას სამი ხაზი და სამი სვეტი აქვს, რაც იზრდება 4×4, 5×5, 6×6… კომბინაციებით 9×9 ჩარჩომდე, რომელიც ნამდვილ თავსატეხს გთავაზობთ. 

ჩარჩოში ყოველ უჯრას აქვს ციფრი, ციფრებს ყველა ხაზისა თუ სვეტის ბოლოსაც შეხვდებით, თამაშის მოსაგებად კი თითოეულ უჯრაში ციფრები უნდა წაშალოთ. ამგვარად, დარჩენილი ციფრების ჯამი დაემატება სამიზნე ციფრებს თითოეული რიგისა თუ სვეტის გასწვრივ. თან, როცა თქვენ რიგში ციფრს წაშლით, იგი იმ სვეტიდანაც გაქრება, რომელსაც გადაკვეთს.

მართალია, 3X3 ვერსია იმდენად მარტივია, რომ ცოტა იმედგამაცრუებლადაც კი მთავრდება, მაგრამ თუ თავსატეხების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ჩარჩოში უჯრების რაოდენობა გაზარდოთ. ეს თამაშს გაართულებს, მაგრამ მეტად საინტერესოსაც გახდის… 

უცნაურია, მაგრამ დენიელ ტეიტისა და ChatGPT-ს თამაში შემთხვევით შეიქმნა, როცა პროგრამისტმა პოპულარულ AI ჩეტბოტს სუდოკუს მსგავსი თამაშის შესაქმნელად რეკომენდაციები ჰკითხა. მათ შორის, შეეძლო თუ არა სუდოკუს მსგავსი, ჯერ არარსებული ლოგიკური თამაში შეექმნა. რამდენიმე ცდის შემდგომ ChatGPT Sumplete-ამდე მივიდა, რომელიც სულ რაღაც 30 წამში HTML-ისა და Javascript-ის დახმარებით შექმნა. სახელიც კი ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნის…

და რა გააკეთა ტრეიტმა? მომდევნო რამდენიმე საათი თამაშის დახვეწაზე იზრუნა და იმაზე, რომ Sumplete საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. თუ გაინტერესებთ, როგორი იყო მუშაობის პროცესი About სექციაში უნდა შეხვიდეთ, ხოლო თუ უკვე Sumplete-ის თამაში გსურთ, ამას sumplete.com-ზე მოახერხებთ.

როგორ უნდა გაიგონ ხელმძღვანელებმა მომხმარებელთა გამოცდილების შესახებ მეტი?

კლასიკური შავი და ოქროსფრიდან ტროპიკულ ფერებამდე — Strongbow-ის რედიზაინი