აქ ახალ Tasks-ის ფუნქციაზე გესაუბრებით, რომელიც ChatGPT-ში შემახსენებელი შეტყობინებების დაყენების საშუალებას მოგცემთ. მაგალითად, შეგიძლიათ, უთხრათ: „შემახსენე, რომ 6 თვეში ჩემს პასპორტს ვადა გასდის“. არც განმეორებად შეტყობინებებზე გეტყვით უარს, თუ დაავალებთ: „ჩემი ლოკაციისა და ამინდის მიხედვით ყოველ პარასკევს შემომთავაზე შაბათ-კვირის გეგმა“.
როგორც ჩანს, ეს პირველი ფუნქციაა, რომელიც როგორღაც დამოუკიდებლად მოქმედებს, ამიტომ იგი AI აგენტის სახელითაა ცნობილი. მართალია, Tasks ამ აგენტური სისტემის შეზღუდული ვერსიაა, მაგრამ საკმაოდ პრაქტიკული ფუნქციაა და მომხმარებლებს იმას სთავაზობს, რასაც Siri-სა და Alexa-სგან ელიან. თუმცა დაგეგმვის ნაწილი მეტად უნიკალურია, ახალ შესაძლებლობებს გვაჩვენებს, რომლის უნარიც მანამდე სხვა ციფრულ ასისტენტებს არ გააჩნდა.
ახალი ფუნქციით ChatGPT-ის შეუძლია, ინტერნეტში თქვენ მაგივრად მოიძიოს ინფორმაციები, თუმცა გადაწყვეტილებას თავად ვერ მიიღებს — მაგალითად, ჩეტბოტს აქვს უნარი, ყოველ თვე შეამოწმოს კონცერტის ბილეთები, მაგრამ ვერ გეტყვით, როდის ჩაეშვება ლაივში და ვერც ბილეთებს იყიდის თქვენთვის. თუმცა, რადგან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, მომავალში, ალბათ, ამ საკითხების მოგვარებასაც უნდა ველოდოთ.
Tasks ამ კვირაში ბეტა რეჟიმში ChatGPT Plus-ის, Team-ისა და Pro-ს გამომწერებისთვის ჩაეშვება — სურთ უფრო მეტი გაიგონ ფუნქციის პრაქტიკულობის შესახებ მანამ, სანამ მას გლობალურად ხელმისაწვდომს გახდიან…