in

დარწმუნებული ხარ, რომ ეს სასიყვარულო წერილი ადამიანმა დაწერა? — ვალენტინობა ChatGPT-ის ეპოქაში

veon
veon

როგორც ჩანს, უკვე ყოველდღიურ რუტინად იქცა იმაზე საუბარი, რომ ChatGPT ან სხვა მსგავსი სისტემა ჩვენთვის ღირებული რაღაცების „ჩაკვლას“ აპირებს — სამსახურების, SEO ოპტიმიზაციის, საავტორო ნაშრომების, კრეატიულობისა და Google-ის. ახლა კი პოტენციურ მსხვერპლთა სიას, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, რომანტიკაც ემატება..

McAfee-ს ახალ კვლევაში, რომელიც ვალენტინობამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა — მის ფარგლებში 5100-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა მათ ამჟამინდელ რომანტიკულ მდგომარეობასა და კომუნიკაციის ფორმებზე. ძირითად საორიენტაციო საკითხს კი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება წარმოადგენდა, როგორიცაა ChatGPT, კერძოდ, რა როლს ასრულებს ეს უკანასკნელი პირად ურთიერთობებში.

შედეგების მიხედვით, ამერიკელი მამაკაცების 42% გეგმავს AI-ის გამოყენებას, რათა ვალენტინობის დღესასწაულზე სასიყვარულო წერილები დაწერონ. ხოლო ქალების 50%-მა აღნიშნა, რომ არ ესიამოვნებოდათ, თუ პარტნიორი წერილს ხელოვნურ ინტელექტს დააწერინებდა. თუმცა ზემოთ ხსენებული კვლევის მიხედვით, ადამიანთა უმეტესობა ვერც კი შეძლებს იმის გარჩევას, შეტყობინება ადამიანმა დაწერა თუ AI-მ.

ალბათ ყველაზე საინტერესო არის მიზეზები, რის გამოც ადამიანებმა ვალენტინობის დღისთვის ChatGPT-ის გამოყენება გადაწყვიტეს:

გადაწყვიტა ChatGPT ვალენტინობის დღისადმი პერსონალიზებული ბარათის დასაწერად მათი სიყვარულისთვის:

  • 32%-ის თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწერილი ელ.წერილი მათ თავს უფრო თავდაჯერებულად აგრძნობინებს;
  • 24%-მა თქვა, რომ არ იცოდა, რა ეთქვათ ან რისი მოსმენა სურდათ პარტნიორებს;
  • 20%-ისთვის კი ეს ეფექტურობასთან იყო დაკავშირებული, რადგან მათ დიდი დრო არ აქვთ;
  • ხოლო როგორც 10% ამბობს, არ სჯერათ, რომ პარტნიორები „ტყუილში“ გამოიჭერენ — ჰოდა, რატომაც არა?! მარტივად „გამოძვრებიან“…

Rakuten Viber საქართველოსა და გლობალურ ბაზარზე განვითარების გეგმებს გვიზიარებს

„შეწყვიტეთ ერთმანეთისთვის როკვარსკვლავის დაძახება!“