in

ამიერიდან ChatGPT-ს ფოტოების Adobe Photoshop-ით რედაქტირება შეგიძლიათ, დაავალოთ — ჩეტბოტს კიდევ ორი ახალი აპლიკაცია დაემატა

Lenovo
Lenovo

მეტი მომხმარებლის მისაზიდად, Adobe AI ძალისხმევას არ იშურებს — ChatGPT-ს Photoshop-ის, Express-ისა და Acrobat-ის ფუნქციებს ამატებს, რითაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ჩეტბოტს სთხოვონ აღნიშნული აპლიკაციების გამოყენება სურათების რედაქტირებისთვის, PDF ფაილებისა თუ ელემენტების ანიმაციისთვის.

გამოდის, უკვე შეგიძლიათ, ChatGPT-ს ფოტოშოფის გამოყენება დაავალოთ სურათში კონკრეტული დეტალების შესაცვლელად, იქნება ეს ფონის წაშლა, განათების შეცვლა თუ მეტი კონტრასტი. თანაც, ჩეტბოტი სლაიდერის გამოყენების შესაძლებლობას მოგცემთ, რათა ამ ეფექტების ინტენსივობა თავად განსაზღვროთ. 

Express-ის დამატება ChatGPT-ში კი იმას ნიშნავს, რომ მას არსებული დიზაინების ბიბლიოთეკიდან ამოღება, თემატური კრეატიული ნამუშევრების შედგენა, ელემენტების ანიმაცია და დიზაინის რედაქტირება შეგიძლიათ, დაავალოთ. რაც შეეხება Acrobat-ს, ასე ჩეტბოტშივე გააერთიანებთ PDF ფაილებს, დაარედაქტირებთ და შეინახავთ. 

ხოლო თუ ჩეტბოტში Adobe-ს აპლიკაციებს დიდად ვერ გაუგებთ, საქმის გაგრძელება ჩვეულებრივ შეგეძლებათ ცალკე ამ აპლიკაციებში…

როგორც ამბობენ, Photoshop-ის, Express-ისა და Acrobat-ის ფუნქციები გლობალურად უკვე დაემატა ChatGPT-ს — Adobe-ს აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება ჩეტბოტის როგორც დესკტოპ, ისე ვებ და iOS აპლიკაციებში, მათგან მხოლოდ Adobe Express ჩაეშვა ანდროიდის მომხმარებლებისთვის, რასაც, კომპანიის თქმით, მალევე დაემატება დარჩენილი ორი აპლიკაციაც.

რატომ არიან ხოლმე კარგი მშობლები კარგი ხელმძღვანელები?

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი