in ,

ავსტრიელებმა ტურისტებისთვის ChatSkiPT შექმნეს

M2

მართალია, AI ჩეტბოტებს უკვე იყენებენ ტურისტული ლოკაციების აღმოსაჩენად, მაგრამ როგორც Austrian National Tourist Office-ში აცხადებენ, მათ პირველი ავთენტური ინტელექტი განავითარეს. ChatSkiPT მომხმარებლებს სიღრმისეულ პასუხებს შესთავაზებს 16 რეალური ინსტრუქტორისგან, რომლებიც ჩეტბოტის ადგილს დაიკავებენ — უპასუხებენ კითხვებს ზამთრის სპორტის, შვებულების გასატარებლად საუკეთესო ადგილებისა თუ სასრიალო ტრასების შესახებ. ისინი ამინდის პროგნოზსაც გააცნობენ მომხმარებლებს და გაეხუმრებიან კიდეც ონლაინ საუბრის დაწყების წინ, რათა მიანიშნონ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიან ექსპერტებზე უკეთესი არ არის.

„ჩვენ არ ვარეკლამებთ ტექნოლოგიების მიმართ სკეპტიციზმს ან უარვყოფთ იმ რევოლუციურ ცვლილებებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს. ChatSkiPT-ით ხაზს ვუსვამთ ნამდვილი ადამიანური კავშირების მნიშვნელობას. სწორედ ადგილობრივები, იქნება ეს თხილამურების ინსტრუქტორები თუ მომსახურე პერსონალი, არიან ისინი, ვისი პიროვნულობა და ცოდნაც თქვენს ყოფნას მდიდრულ მოგონებად აქცევს“, — აცხადებს კრისტიან ჰელინგერი, Wien Nord Serviceplan-ის სააგენტოდან.

მოკლედ რომ ვთქვათ, Wien Nord Serviceplan-ის კამპანიაში ChatSkiPT-ს მომხმარებლებს აცნობენ, როგორც საშუალებას, რომელიც ყველაფერს ეტყვის მათ ავსტრიაში დასვენების შესახებ.

„ის, რაც ავსტრიაში შვებულების გატარებას განსაკუთრებულად აქცევს, ავთენტური გამოცდილებები და პერსონალური კონტაქტებია. Austrian National Tourist Office-ში ჩვენ ენთუზიაზმით ვართ განწყობილნი ტექნოლოგიების მიმართ და ღია ვართ იმ შესაძლებლობებისადმი, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს. ChatSkiPT-ით კვლავ გვსურს შეგახსენოთ, რომ ყველაფერი ადამიანებს ეხება და AI ვერ ჩაანაცვლებს მეგობრულ ავსტრიულ შარმს, ჯერჯერობით მაინც“, — განმარტავს ასტრიდ სტეჰარნიგ-სტაუდინგერი, Austrian National Tourist Office-ის CEO.

ქართული სახელები BAFTA-სა და სხვა საერთაშორისო ნომინაციებზე ხმის დიზაინში

Digital Area-ს დირექტორთა საბჭოს თურქეთის ელ.კომერციის ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე შეუერთდა