სტატიაში ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომელიც ამ იდუმალი მოწყობილობის შექმნის საფუძველი გახდა. როცა ოსკარ ჰელკვისტის მეორე ვაჟი გულის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა, ეს ნამდვილი შოკი იყო. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მის პირველ ვაჟსაც ანალოგიური დაავადება ჰქონდა — CHD, ანუ მდგომარეობა, როცა ახალშობილის გული არ ცემს ისე, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებში და ეს თანდაყოლილი დეფექტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თანახმად, თანამედროვე ტექნიკებმა კონკრეტული დაავადება განკურნებადი გახადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, CHD მაინც დიდად ზემოქმედებს გულის განვითარებაზე, რაც საბოლოოდ ნაადრევ სიკვდილსაც იწვევს…
ახლა კი წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა ჰელკვისტი, როცა გაიგო, რომ ორივე შვილს ეს დაავადება ჰქონდა… გადაწყვიტა, მისი დიდი დარდი ხელოვნებით გადმოეცა, ამიტომ აუდიოვიზუალურ არტისტსა და ხის ხელოსანს ლავ ჰალთენს მიმართა, რათა გაეგო, დაინტერესებული იყო თუ არა ნაწარმოები Swedish Heartchild Foundation-ის სახელით შეექმნა. მიზანი პრობლემის არსის გაგება იყო და მისი გარდაქმნა რაღაც ახალ და მშვენიერად…
ჰალტენმა, რომელიც მისი ხეზე დაფუძნებული ხმის ინსტალაციებით არის ცნობილი, ახლა შექმნა მანქანა, რომელსაც CHD-4-ის სახელით გვაცნობს. ეს სინთეზატორი თითქოს ვინილს ჰგავს, მაგრამ ამჯერად იგი 4 რგოლს იყენებს. თითოეული მათგანი ოთხი CHD-ს მქონე ბავშვის გულისცემის ნიმუშისგან შედგება, რომელიც ელექტროკარდიოგრაფიის საშუალებით ჩაიწერეს. მოწყობილობას ამ ნიმუშების როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე დაკვრა შეუძლია, ამასთან, განსხვავებული ბგერების წარმოქმნაც, რითაც კვლავ დაავადებას ეხმიანებიან, კერძოდ კი ამას თითოეული ბავშვის არარეგულარულ გულისცემას უკავშირებენ.

„ჰალთენსისა და Teenage Engineering-ის მიერ შექმნილი ნამუშევარი ნამდვილად გასაოცარია. იგი ბნელ და მძიმე გამოცდილებას მშვენიერებად გარდაქმნის“, — აცხადებს ჰელკვისტი, პიარ სააგენტო Abby Priest-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და პარტნიორი.
თუმცა რას ემსახურება ეს? CHD-4 აუქციონზე უკვე გამოვიდა და ეს 28 თებერვლამდე გაგრძელდება, რათა გაზარდოს ცნობიერება იმ დაავადების შესახებ, რომლითაც ყოველწლიურად 3.1 მილიონი ბავშვი იბადება. მიღებული თანხა კი Swedish Heartchild Foundation-ის არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაირიცხება, რომელიც მხარს უჭერს გულის თანდაყოლილი დაავადების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს. ხოლო, თუ თქვენც გსურთ დახმარება, შემოწირულობის გაკეთებას ამ ლინკზე გადასვლით მოახერხებთ.











