Swoop უკვე მრავალი წელია ფასდაკლებებისა და აქციების საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს, სადაც კინოსა და თეატრის ბილეთების, სასტუმროების, სპა თუ ესთეტიკური ცენტრების, ფიტნეს დარბაზების, საკვები ობიექტების, დიდებისა თუ პატარების გასართობი სივრცეების უნიკალურ შეთავაზებებს იპოვით. მოკლედ რომ ვთქვათ, აღმოაჩენთ ყველა საინტერესო აქტივობასა და ადგილს, რაც საქართველოს ფარგლებში და ზოგჯერ, ფარგლებს გარეთაა ხელმისაწვდომი.
მათ კი, ვისაც მოგზაურობა განსაკუთრებით უყვარს, Swoop-ისაგან სასიამოვნო სიახლე ელოდებათ: საქართველოში საუკეთესო ტურისტული კომპანია, Check-in Travel, რომელსაც ინდუსტრიის არაერთი ჯილდო აქვს მოგებული, უკვე Swoop-ის პარტნიორია, რაც ნიშნავს, რომ ვებგვერდის მომხმარებლები Ckeck-in Travel-ის ექსკლუზიური შეთავაზებით ისარგებლებენ.
ამ ეტაპისთვის Check-in Travel-ის დახმარებით შესაძლებელია Castello mare hotel & wellness resort-ის სასტუმროში 65%-მდე ფასდაკლების მიღება და სხვადასხვა ტიპის შეთავაზებით სარგებლობა.

Checkin Travel 19 წლის წინ დაარსდა და დღეს მოგზაურობის მოყვარულებს სრულ ტურისტულ სერვისს სთავაზობს, უფრო ზუსტად:
- 24-საათიანი მომსახურება;
- ავიაბილეთების დაჯავშნა;
- სასტუმროების დაჯავშნა;
- სამოგზაურო დაზღვევის გაფორმება;
- ტურები როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ჰყვებიან:
„Check-in Travel შექმნის დღიდან უწყვეტად ვითარდებოდა და ყველაზე რთულ, პანდემიის პერიოდშიც მოახერხა და არა მარტო გააგრძელა მუშაობის პროცესი, არამედ გაზარდა თანამშრომლების რაოდენობა”, – ია გედევანიშვილი, დამფუძნებელი.
კომპანიის გაფართოებას მისი შესაძლებლობების ზრდაც მოჰყვა და მოგზაურებს საუკეთესო კრუიზის შეთავაზებებიც კი შეუძლიათ მიიღონ.
ეს ამბავი განსაკუთრებით რელევანტურია, ვინაიდან, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება საკრუიზო მოგზაურობებიც, რაც Check-in Travel-ის კიდევ ერთი უპირატესობაა: კომპანია Mr.Cruise-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, საუკეთესო საკრუიზო გამოცდილება მიიღონ.

Swoop-ისა და Check-in Travel-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებელს მრავალი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ, რაც ჩარტერულ რეისებსა და სხვა საინტერესო შეთავაზებებს გულისხმობს. მომხმარებლებს შეთავაზების შეძენა შეეძლებთად როგორც საიტის Swoop.ge-ს, ასევე აპლიკაციის Super app-ის მეშვებობით.
[R]










