26
Oct
2018

მკერდის კიბო უფრო მეტ ქალს კლავს, ვიდრე ავარია

26 Oct 2018

კამპანია”ცხრიდან ერთი” (One In Nine) მკერდის კიბოსთან დაკავშირებით, საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. პრინტი, რომელზეც ორი აირბაგია გამოსახული, თავდაპირველად, ორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი მხრივ, აირბაგები მკერდთან ასოცირდება, მეორე მხრივ, კი აშკარაა, რომ საქმე ავტოავარიასაც ეხება. რეკლამა სააგენტო Reuveni Pridan IPG-მ შექმნა. პრინტის მთავარი გზავნილია, რომ მკერდის კიბოს უფრო მეტი ქალი ეწირება, ვიდრე ავტოავარიებს. კამპანია ქალებს მკერდის დროული შემოწმებისაკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერი მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

განხილვა