in

„გაუმარჯოს ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს!“ — Heineken

ნამდვილი გულშემატკივრები რომ საქართველოში არიან, ეს ხმები, სავარაუდოდ, ჰაინეკენამდეც უნდა მისულიყო… თუმცა ეს კამპანია ჩვენთვის ისტორიულ დღემდე ადრე გაგვიზიარეს. Cheers To The Real Hardcore Fans ხელახლა განსაზღვრავს, რას ნიშნავს იყო ნამდვილი გულშემატკივარი, რათა არსებულ სტერეოტიპებს გაუმკლავდეს და ფეხბურთი მეტად ინკლუზიური გახადოს. 

BOG

ფეხბურთის გულშემატკივართა საკმაოდ მცირე რაოდენობაა ისეთი, რომელსაც თამაშის გაფუჭება ყველასთვის შეუძლია, რითაც Hardcore გულშემატკივრებს ცუდი სახელი ჩამოუყალიბდათ, მაგრამ ეს პრობლემური ადამიანები არ წარმოადგენენ უმრავლესობას. ჩვენი ახალი კამპანია გადახვევას გთავაზობთ ამ სტერეოტიპიდან და გაჩვენებთ, თუ როგორ გამოიყურება რეალურად Hardcore გულშემატკივარი, იგი აღნიშნავს ადამიანთა მრავალფეროვან ჯგუფებს, რომლებიც სპორტით ცხოვრობენ პოზიტიური, თუმცა ზოგჯერ უცნაური გზებით, — აცხადებს ნაბილ ნასერი, Heineken-ის ხელმძღვანელი. 

ამგვარად, გადაწყვიტეს, ადრე თუ Hardcore-ის იარლიყი ფეხბურთში ნეგატიურ ქცევებს უკავშირდებოდა, ახლა ეს პოზიტიურად შეეცვალათ. ფილმში ფეხბურთის თანამედროვე გულშემატკივრებია ნაჩვენები, როგორც ამბობენ, ერთდროულად თბილი და სასაცილო სიუჟეტია, რომელიც აჩვენებს თავდადებას, რომელსაც ადამიანები ამ მშვენიერი თამაშის მხარდაჭერისას იჩენენ. დანარჩენი კი თავად ნახეთ:

მეტიც, გლობალურ კონკურსს აწყობენ მსოფლიოში ფეხბურთის ყველაზე თავდადებული Real Hardcore გულშემატკივრების საპოვნელად, რომლებსაც მისცემენ შანსს UEFA Champions League Final-ს დაესწრონ. კონკურსში ჩართვას კი ფანები ამ ლინკზე გადასვლით შეძლებენ, მონაწილეობისთვის საჭიროა ჰაინეკენს თავიანთი გულშემატკივრობის ამბავი გაუზიარონ. თუმცა ეს შესაძლებლობა გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის, არგენტინის, კოლუმბიის, სამხრეთ კორეისა და სერბეთის გულშემატკივრებს აქვთ.

 

Coca-Cola-ს ლოგო ქუჩის ხელოვნების ნაწილად იქცა

#სადანროგორ გავერთოთ 29-31 მარტს — ღონისძიებების კალენდარი