რამდენ ფოტოს იღებთ ყოველდღიურად? და მათ შორის რამდენს ისეთს, რომელშიც ადამიანები იღიმიან? გიფიქრიათ, რა დგას ამ ღიმილის უკან? Cheerz კი გვეუბნება, რომ ყველა ღიმილის უკან რაღაც უნიკალური ამბავი იმალება და სწორედ ამ თემას უძღვნის კამპანიას, რომელიც ერთდროულად კომპანიის სლოგანსაც — Printer of smiles და მისიასაც უკავშირდება — Make People Smile.
ფოტოებს გვიზიარებენ, რომლებშიც მრავალი სიტუაცია, განსხვავებული ასაკისა თუ კულტურის ადამიანები არიან ასახულნი. და რა აქვთ მათ საერთო? ღიმილი და სწორედ ეს არის Cheerz-ის მისიის გამოხატვის გზაც, შეგვახსენოს მოგონებების მნიშვნელობა და მათი უკვდავყოფის უპირატესობა დაბეჭდვის გზით, იქნება ეს პერსონალიზებული ფოტო-ალბომები, პოსტერები თუ სხვა რამ.
„დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღიმილი Cheerz-ის დნმ-შია ფესვგადგმული. ჩვენ გვწამს, რომ Printer of smiles იდეალურად გვაჩვენებს ყოველდღიურ ამბიციას, რომელიც საკუთარ თავს დავუწესეთ — გავაღიმოთ ადამიანები! ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო იმგვარი კომუნიკაციის განვითარება, რომელიც ჩვენი ამბიციის შესაბამისი იქნებოდა და ამასთან, მას მეტ ემოციურ სიღრმესაც შესძენდა“, — აცხადებს ალექსის ბაიტონი, Cheerz-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ამ ბრენდს სწამს, რომ ღიმილი მრავალი ემოციის გამოხატვის ერთი ფორმაა, იქნება ეს სიხარული, სიყვარული, ნოსტალგია თუ წარმატება, რომ ყველა ღიმილი რაღაც დაუჯერებელი მომენტისა თუ ემოციის მომსწრეა — „Cheerz-ში მილიონობით ღიმილს ვბეჭდავთ ყოველწლიურად და თითოეული უნიკალურია, მრავალფეროვანი ემოციები ღიმილითაა გადმოცემული, ეს კი ზუსტად ის არის, რაზეც გვსურს ჩვენი კამპანიით ყურადღება გავამახვილოთ“.