ავსტრიულმა სააგენტომ რძის პროდუქტების მწარმოებლის SalzburgMilch ყველისგან ცნობილი ფერწერული შედევრები შექმნა. ნამუშევრებს შორისაა: ედვარდ მუნკის “კივილი”, იან ვერმეერის “გოგონა მარგალიტის საყურით”, ბოტიჩელის “ვენერას დაბადება” და ვან გოგის “ავტოპორტრეტი მოკვეთილ ყურთან და ჩიბუხთან ერთად”. ყველისგან დამზადებულ შედევრებს ლუვრის მუზეუმში არ გამოფენენ, თუმცა, ყველის რეკლამისთვის ორიგინალური მიგნებაა.















