23
Jun
2014

“ყველის სახლი”- ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

23 Jun 2014

Startauperi
Startauperi


„ყველის სახლი“, სადაც 50-მდე ქართული და 15 უცხოური ყველის სახეობაა წარმოდგენილი. ასევე, რძის პროდუქტები, თაფლი, ღვინო და სხვა ადგილობრივი, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი.

986660_802396013118137_948668698_n

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია GEPRA-ს კონსულტანტი თემო ბაბუციძე ამბობს, რომ “ყველის სახლის” მიზანია, ქართული ყველის მრავალფეროვანი სახეობის წარმოების განვითარება და საზოგადოებისათვის  გაცნობა. ასევე კომპანიის ბაზარზე დამკვიდრება, ადგილობრივი მომხმარებლებისათვის ყველის მოხმარების კულტურის გაცნობა და ქართული ყველის სახეობების პოპულარიზაცია.

M: GEPRA-ს ეკუთვნის „ყველის სახლის” ბრენდინგი და საკუმუნიკაციო კამპანია. როგორია „ყველის სახლი“ როგორც ბრენდი?

ჩვენი მისიაა, ავაღორძინოთ ქართული ყველის ლეგენდები და ტრადიციები, მოდერნიზაცია გავუკეთოთ მივიწყებულ წარმოების მეთოდოლოგიებს და ქართული ყველის მრავალი სახეობა ხელახლა გავაცნოთ ხალხს.

გვსურს, განვავითაროთ წარმოება და წარმოვაჩინოთ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ყველის ანტიკურ ისტორიაში.

ეს არის კომპანია, რომელიც ბაზარს სთავაზობს ექსკლუზიურ და მრავალფეროვან ქართული ყველის ასორტიმენტს, ხელს უწყობს ტრადიციების კვლევა-აღორძინებას და მიზნად ისახავს ქართული ყველის კულტურის პოპულარიზაციას.

M: რაც შეეხება „ყველის სახლის“ სლოგანსა და ლოგოს . . .

კონკრეტული სლოგანის შერჩევისგან შევიკავეთ თავი. ყველი იმდენად ფართო და სპეციფიური პროდუქტია, ვარჩიეთ ჩვენი კომუნიკაცია ვაწარმოოთ სხვადასხვა ცალკეული კამპანიებით და მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის მესიჯები მივაწოდოთ.

ყველის-სახლი

ლოგოს კონცეფცია ყველის ზოგადი, ვიზუალური ფორმის ინტერპრეტაციას წარმოადგენს, ფერთა გამაც ამ ნიშნითაა შერჩეული: ყვითელი-წითელი-ლურჯი. ყვითელი, როგორც ამ პროდუქტთან ასოცირებული ძირითადი ტონი. ლურჯი, როგორც სტაბილურობის, სიმყარის, ხოლო წოთელი, როგორც აქცენტი. ლოგოს შესრულების მანერა გარკვეულწილად სპონტანურობას გამოხატავს და ამით ხელნაკეთობის იდეას გადმოსცემს.

M: მაღაზიაში პროდუქციის ფასები ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებზე მაღალია, რის გამო ირჩევს მომხმარებელი  „ყველის სახლს“?

პროდუქცია გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე. არის, როგორც იაფიანი და ფართოდ გავრცელებული ყველის სახეობები, ასევე ძვირადღირებული კატეგორიაც. „ყველის სახლის“  უპირატესობა არის პირველ რიგში ფასი, მეორე მხრივ – ნამდვილი ქართული და ევროპული ყველის გემო, ასევე ხარისხი და უსაფრთხოება. პროდუქციის წარმოება შემოწმებული ნედლეულით ხდება. არსებობენ მუდმივი მომწოდებლები, რომელთა ნედლეული ასევე გადის შემოწმებას.

10501223_802396399784765_1007974550_n

ყველის სახლი ბაზარს სთავაზობს ყველის ექსკლუზიურ სახეობებს, რომელთა შეძენა სხვაგან არ არის შესაძლებელი. ყველის სახლი არ არის მარტო მაღაზია, ეს არის „პაბის“ ტიპის წერტილი, სადაც მომხმარებელს ყველის შეძენის გარდა შეუძლია ყველის სხვადასხვა ასორტის დაგემოვნება ღვინოსთან ერთად.  ამასთან, უახლოეს მომავალში სხვადასხვა სიახლეს ვპირდებით არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს. კომპანია აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რომ  ყველის სახლის პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს HORECA-ს სხვა ქსელებშიც.

M: „ყველის სახლის“  ცნობადობა დაბალია. თუ აწარმოებთ რაიმე ტიპის საკომუნიკაციო კამპანიას და რა არის ამ კამპანიის მიზანი?  

„ყველის სახლი“ ახლადჩამოყალიბებული კომპანიაა და ბაზარზე ერთი თვეც არ არის რაც გამოჩნდა. თუმცა, მომხმარებელთან კომუნიკაცია უკვე დაწყებულია და  აქტიურად ვცდილობთ მომხმარებლამდე მივიტანოთ ინფორმაცია კომპანიისა და ზოგადად ყველის სახეობებზე და მათი მოხმარების წესების შესახებ. გარდა სხვა საკომუნიკაციო არხებისა, აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს და მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ქართული და ასევე უცხოური ყველის კულტურის შესახებ ჩვენი სოციალური ქსელების არხების მეშვეობით.

M: რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს?

კომპანიის სამომავლო გეგმებია, გააფართოვოს თავისი სადისტრიბუციო ქსელი, რომ “ყველის სახლში” წარმოდგენილი ყველი ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი. შესაძლოა, განვიხილოთ თვითონ უშუალოდ “ყველის სახლის” ქსელის გაფართოება.

„ყველის სახლის“ გრძელვადიანი მიზანია ქართული ყველის პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყველის მეწარმეებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა ამ ყველის ექსპორტზე გასატანად.  უკვე ვმუშაობთ, რომ  ევროპის საზოგადოებას გავაცნოთ ქართული ყველის კულტურა და ტრადიცია. ასევე, დავნერგოთ ევროპული ყველის წარმოების ტრადიცია საქართველოში, რომ ქართველმა „ჩიზმეიქერებმა“ შეძლონ ევროპული პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ათვისება და ევროპელი კოლეგებისთვის ქართული ყველის წარმოების ტექნოლოგიის გაცნობა.

განხილვა