ჩვეულებრივ ბრენდები კი ცდილობენ, საუკეთესო შრიფტები შემოგვთავაზონ, მაგრამ ახლა Cheetos-მა სხვა მიდგომა არჩია — Other Hand-ის შრიფტი შესთავაზა მომხმარებლებს, რომელიც წერის სწავლას რომ ახლა იწყებენ, იმას ჰგავს და არც ვიზუალით გამოირჩევა. თუმცა ახლა რასაც გეტყვით, ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს — შრიფტი დიზაინერებმა შექმნეს, რომელთა ხელებიც ფორთოხლისფერი Cheetos-ით იყო დასვრილი.

როგორც ვიგებთ, პირველი შრიფტია მათ შორის, რომელიც „სრულად მეორე ხელით შეიქმნა“ — და რას ნიშნავს ეს? ადამიანთა 99% ამტკიცებს, რომ Cheetos-ს თავიანთი დომინანტური ხელით მიირთმევენ, შესაბამისად, ამ დროს სხვა საქმეების გასაკეთებლად მეორე ხელი რჩებათ. ამიტომაც ამბობენ, რომ Cheetos-ის მოყვარულებს მოუწევთ ცხოვრება ამ მეორე ხელის გამოყენებით ისწავლონ…

და თუ როგორ შეიქმნა Other Hand-ის შრიფტი, ეს თავად შეგიძლიათ, ნახოთ:
საინტერესოა, რომ ეს არცთუ ისე დახვეწილი შრიფტი მომხმარებლებს National Handwriting Day-ზე გააცნეს და სახალისო გზით დაგვიმტკიცეს, რომ სულაც არ არის საჭირო გრაფიკულ დიზაინს მეტად სერიოზულად მივუდგეთ.
შრიფტის ჩამოტვირთვას Cheetos-ის ვებგვერდიდან უფასოდ შეძლებთ.














