ალბათ, ყველას გქონიათ სნექების ჭამისას ისეთი სიტუაცია, მეორე ხელით რაღაც საქმე რომ გაქვთ საკეთებელი და ვერც ჭამას წყვეტთ… ორივე გინდათ ერთდროულად. მაგალითად, კლავიატურაზე წერისას ეს საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ რას ვიზამთ?! Cheetos-მა კამპანიის ამოსავალ წერტილად სწორედ ეს ინსაითი აიღო. ვიდეორგოლში ვხედავთ, როგორ ცდილობს მგზავრი მანქანის პარკირებას Cheetos-ის ჭამის დროს…
რა თქმა უნდა, მთელი კამპანია სიცილზეა აგებული. თანაც ბრენდმა კვლევაც გამოიყენა, რომლის მიხედვითაც, ამ სნექსს მომხმარებელთა 99% დომინანტური ხელით მიირთმევს. შეიძლება უნებურად, მაგრამ სნიკერსის სლოგანს გვახსენებს: „შენ შენ არ ხარ, როცა გშია“ — ის წლების განმავლობაში შთაგვაგონებდა, რომ ბევრი სიგიჟის გაკეთება შეიძლება ცარიელ კუჭზე…