ჩეხეთის რესპუბლიკა ახალ სახელს გვთავაზობს, რათა მისი წარმოთქმა თუ წაკითხვა მეტად გაგვიმარტივდეს — Czechia, ანუ ჩეხეთი. თუმცა იგი გრძელ ფორმას გარკვეულ სცენარებში მაინც შეინარჩუნებს…
სიმართლე რომ ვთქვათ, ორივე სახელი 2016 წლიდან გამოიყენება ოფიციალურ დონეზე. თუმცა ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკას მხოლოდ ფორმალურ კონტექსტში გამოიყენებენ, იქნება ეს ოფიციალური სამთავრობო დოკუმენტები, საელჩოებთან ურთიერთობები თუ იურიდიული საკითხები.
შესაბამისად, ჩეხეთი უფრო ზოგად და ჩვეულებრივ გარემოებებში გამოიყენება. თქვენ მას შეხვდებით ლიტერატურულ ნაშრომებში, გაზეთებში, სარეკლამო ნიშნებსა და იმ სივრცეებში, სადაც ქვეყანა კულტურის, სპორტისა თუ მეცნიერების სფეროს წარადგენს. როგორც ვარაუდობენ, საერთაშორისო კომიტეტმა და პოლიტიკოსებმა იმიტომ აირჩიეს ეს სახელი, რომ უფრო მკაფიოდ იკითხება და „ნაკლებად შორეულია“…
ამ ცვლილების პარალელურად, ჩეხეთის ტურიზმის საბჭო რებრენდირდა და VisitCzechia გახდა. თავის ახალ, მეტად წაკითხვად ლოგოში კი აჩვენებენ, რატომ ანიჭებს ეს ერი ასეთ მნიშვნელობას სახელის ცვლილებას. ტურიზმის სექტორს ჩეხეთის ოლიმპიური გუნდიც შეუერთდა და მან მაისურებსა თუ სხვა პროდუქტებზე მოკლე სახელწოდება უკვე დაიტანა.
საინტერესოა ისიც, რომ სანამ ჩეხეთის რესპუბლიკის სახელს მოიპოვებდა, იგი ინგლისურში Bohemia-ს სახელით იყო ცნობილი, ახლად ჩანაცვლებული სახელი კი მაშინ მოიპოვა, როცა 1992 წელს სლოვაკეთს გამოეყო… თუმცა ჩეხეთის სახელის განახლებამდე, ამ ცვლილებას ისლანდიამ და მიკრონეზიამ მიმართეს. შესაძლოა, არც კი დაჰკვირვებიხართ, მაგრამ 2022 წლიდან ისლანდიის რესპუბლიკა მხოლოდ ისლანდიის სახელით მოიხსენიება და ასეა, მიკრონეზიის ფედერალური შტატების შემთხვევაშიც.