in

როგორ მოვერგოთ სპონსორს? – ჩეხური ფეხბურთი, ლუდი და პლზენის „ვიქტორია“

Sporti
Sporti

საფეხბურთო ინდუსტრია სპონსორებთან ადაპტირების ეტაპებს სხვადასხვა სიახლითა და ინოვაციით ეგებება. ამ კუთხით, ერთ-ერთი გამორჩეული ე.წ. “Placement” ჩეხური საფეხბურთო კლუბისა და ლუდის კომპანია „გამბრინუსის“ კოლაბორაცია იყო.

„ვიქტორია“ პლზენი ერთ-ერთი გამორჩეული ჩეხური საფეხბურთო კლუბი და ბრენდია, 109 წლიანი ისტორიისა და ტიტულების გარდა, კლუბი ევროასპარეზზეც სისტემატურად მონაწილეობს. ერთ-ერთი მორიგი სეზონის შემდეგ, კლუბთან თანამშრომლობა ჩეხურმა ლუდის გიგანტმა, „გამბრინუსმა“ მოისურვა. ჩეხეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ლუდი კი, ფაქტობრივად, კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.გამბრინუსი ისტორიული პიროვნებაა, მეფე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ლუდის დამზადება. სწორედ მის საპატივსაცემოდ ეწოდა ჩეხურ კომპანიას ეს სახელი. ის ჩეხური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და მოწინავე ბრენდია, ასევე წარმატებით პოზიციონირებს როგორც ევროპის, ისე სხვა კონტინენტების ბაზრებზე. მიიჩნევა ერთ-ერთ კარგი არომატისა და შემადგენლობის მქონე ლუდად.

პლზენის „ვიქტორიასთან“ სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა მათი ერთ-ერთი ახალი ხაზის ქილის ლუდის წარმოების დაწყება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კლუბის საშინაო არენაზე სათადარიგო სკამები მთლიანად ქილის ფორმითა და ბრენდირებით დაიდგა. სატელევიზიო რეპორტაჟების დროს კი, უამრავჯერ ხვდებოდა ტელემაყურებლების, ასევე, უშუალოდ, სტადიონზე შეკრებილი ფანების თვალთახედვის არეში. ამის შემდეგ, მატჩის დღეს, სტადიონსა და მის გარე პერიმეტრზე ლუდის სმისა და მოთხოვნის ზრდას, ბაზარზე კომპანიის გაყიდვების პროგრესიც დაემატა.

კამპანიამ წარმატებით იმუშავა და ნათლად აჩვენა ის შესაძლებლობა, რასაც კომპანიებს სწორი დაგეგმვა, სეგმენტის მართებულად არჩევა და პოზიციონირება სთავაზობს.


როცა ხელოვნება მიდის ხალხთან – ოლეგ ტიმჩენკოს ბაზრის აქცია-გამოფენა

პირველი კომერციული საშობაო ბარათის სკანდალური ისტორია და მისი ბედი დღეს