in

„ლურჯი ფერის მაგია“ Chelsea FC-ის ემოციურ საახალწლო კამპანიაში

Till Dawn-მა და ICONIC-მა მსახიობების, სპორტსმენების, ხელოვანებისა და გულშემატკივრების ნაკრები შემოგვთავაზეს ჩელსის საფეხბურთო კლუბისა და ჩელსის ფონდისთვის შექმნილ ახალ, ემოციურ კამპანიაში, რომელშიც კლუბი თანამედროვე ლონდონის კულტურის ცენტრშია მოქცეული, გვიყვება ამბავს საზოგადოების, წარმოსახვებისა და იმ მოულოდნელი კავშირების შესახებ, რომლებიც უცნობებს შორის ყალიბდება. 

BOG

ლურჯი ფერის მაგია ადამიანების გაერთიანებას ეხება, სიკეთეს წელიწადის იმ დროს, როცა თავი განსაკუთრებით მარტო შეიძლება, ვიგრძნოთ. ბოლოდროინდელი მოხსენებების თანახმად, 9-დან ერთი ადამიანი შობას მარტო ატარებს, ამიტომაც კავშირის საჭიროება ასეთი დიდი არასდროს ყოფილა. ეს კამპანია ერთიანობის ძალას აღნიშნავს, თაობებს, მეზობლებსა თუ გულშემატკივრებს შორის, რომელთაც ჩელსის სიყვარული აერთიანებთ… წლევანდელ საახალწლო სეზონზე გვინდა ეს სიტუაცია შევუმსუბუქოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ჩელსის ნამდვილი მაგია ფეხბურთში კი არა, მისი საზოგადოების თანაგრძნობასა და ერთიანობაშია, — ამბობს ლაურა კორდინგლი, Chelsea Foundation-ის CEO. 

აქ პატარა გოგოსა და მისი მოხუცი მეზობლის ამბავია მოთხრობილი, რომელიც სულ მარტოა. ყველაფერი კი ჩელსის მაისურის ჩუქებით იწყება, რის შემდეგაც მაგიური მოგზაურობის მომსწრე ვხვდებით… ხოლო ამ პროცესის თანამონაწილეებად მსახიობ ლეო ვუდალს, WWE-ს სუპერვარსკვლავ ჯეი უსოს, ჩელსის მოთამაშეებს ენცო ფერნანდესს, მოიზეს კაისედოს, ესტევაოს, ჟოაო პედროს, ალეხანდრო გარნაჩოს, ლორენ ჯეიმსსა და ნაომი გირმას გვაცნობენ:

ეს ფილმი წარმოსახვებსა და მარტივ ჭეშმარიტებაზეა, რომ ერთ საჩუქარს, ერთ მაისურს, თუ ერთ მოწვევას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. გვინდოდა, რაღაც ვიზუალურად სახალისო შეგვექმნა, ემოციურად ყველასთვის ხელშესახები და ცალსახად ჩელსის შესაფერისი — ამბავი, რომელიც მაგიურია, — განმარტავს კრეგ სტრონაჩი, Till Dawn-დან.

ამგვარად, კამპანია იმ ადამიანების გვერდით დგომისკენ მოგვიწოდებს, რომლებიც ახალ წელს მარტო ხვდებიან, ხოლო ფანებს საჩუქრების დონაციის საშუალებას აძლევენ მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება…

PSP-ს კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

სათვალეების ახლებური ხედვა – Visionary Tbilisi