Chelsea Football Club მოედანზე ბრენდის განახლებული იდენტობით გამოდის, რისი ავტორიც შემოქმედებითი სააგენტო Uncommon-ია. ეს სიახლე თვალსაჩინოდ ჩანს კლუბის ახალ 2024-2025 წლის სეზონის ფორმებში. როგორც ხედავთ, კვლავ ნათელი ლურჯი ფერთა სქემის ერთგულნი დარჩნენ, რაც ცეცხლის ყველაზე ცხელი ნაწილის სიმბოლოს წარმოადგენს. თუმცა ასე მხოლოდ გამარჯვებების კი არა, კლუბის ცეცხლოვანი ვნებისა და საოცარი ერთიანობის ჩვენებას ისახავენ მიზნად.
ამასობაში, ჩელსის ლომის ლოგო CFC LDN-სთანაც (Chelsea Football Club, London) დააწყვილეს, საკმაოდ გემოვნებიანი შრიფტით, რომელიც სამეფო ხედვას ლონდონურ აქცენტებს სძენს:
We Burn Blue-ის კამპანია 90 წუთის მიღმაც მიდის. ნაკრების ახალი ფორმა, რომელზეც Nike-მა იმუშავა, ნეონის ფორთოხლისფერ აქცენტსაც მოიცავს, რითაც დინამიკური პოტენციალისა და ჩელსის ახალგაზრდა ტალანტების ჩვენება სურთ. ხოლო მდნარი ნიმუშები, რომლებიც თხევად ოქროსა და ვერცხს მოგაგონებთ, ჩელსის მდიდარი ისტორიის შერწყმას ასახავს ლონდონის ახალგაზრდულ კულტურასთან:
თანამედროვე 4D მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული დიზაინი და გამოთვლითი მეთოდები სპორტული შედეგების მაქსიმუმზეა პასუხისმგებელი, როცა Dri-FIT ADV-ის ტექნოლოგია მოთამაშეების გაგრილებასა და მობილობას უზრუნველყოფს.
ცეცხლოვანი სულისკვეთებისა და ლონდონური ფესვების მიღებით კი, ჩელსის ახალი იდენტობა პოზიციონირებას ახდენს, როგორც „London’s true club“…