in

მეღვინეობა „ჩელთიმ“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე 4 ოქროს მედალი და 2 ტროფი მოიპოვა

სულ ცოტა ხნის წინ, ღვინის მე-14 საერთაშორისო კონკურსის Georgia International Wine Award გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მეღვინეობა „ჩელთიმ“ 4 ოქროს მედალი და 2 ტროფი მოიპოვა. მეღვინეობამ საუკეთესო წითელი მშრალი ღვინისა და ქვევრის წითელი მშრალი ღვინის ტიტული მიიღო.

მედალოსანი ღვინოები გახლავთ:

ხიხვი ქვევრი 2022 წლის – ოქროს მედალი

ყვარელი 2019 წლის – ოქროს მედალი

მუკუზანი 2019 წლის – ოქროს მედალი და ტროფი ( საუკეთესო ქართული წითელი მშრალი ღვინო)

საფერავი ქვევრის 2017 წლის – ოქრო და ტროფი ( საუკეთესო ქართული წითელი მშრალი ქვევრის ღვინო).

„ჩვენთვის საქართველოში მოპოვებული მედლები ორმაგად სასიხარულოა, რადგან ღვინოს აფასებენ როგორც საერთაშორისო ღვინის მაგისტრები, ასევე გამორჩეული ექსპერტები საქართველოდან“ – ასე აფასებენ მოპოვებულ გამარჯვებას „ჩელთის“ მეღვინეობაში.

კონკურსზე ოქროს მედალი სულ 21-მა ღვინომ მოიპოვა, მათგან ექვსმა გამორჩეულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო, „ტროფი“ მიიღო. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში, 76 კომპანიის წარმოებული 226 ღვინის ნიმუში.

კონკურსი Georgia International Wine Award ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები, საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ. კონკურსის თავმჯდომარე იყო ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), ხოლო წევრები: ანა მარტინ ონზანი (ესპანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ქონგ ქონგ ბო (დიდი ბრიტანეთი), ბეთ ვილარდი (ავსტრალია), ჩან ჯუნ პარკი (კორეის რესპუბლიკა), ლევან მეხუზლა (ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე (საქართველო), მიხეილ მესხი (საქართველო), ანა გოდაბრელიძე (საქართველო) და გიორგი დაქიშვილი (საქართველო).

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024, თბილისში 7-9 ივნისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.

[R]

Fluz-ის რებრენდინგისთვის თაობა ზეტის ვიზუალები გამოიყენეს

ხელსაწყოები, რომლებიც კონტენტ მარკეტინგზე მუშაობისას გამოგადგებათ