in

„ჩელთის“ ღვინო, ესპანეთში, „მიშლენის“ 3 ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში იყიდება და მალე, კიდევ 2 ობიექტზე შევა!

ჩელთის“ 3 დასახელების ღვინო, ესპანეთში, „მიშლენის“ 3 ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში იყიდება. მალე, ამ მეღვინეობის პროდუქცია, ბასკეთში, კვების კიდევ 2 ობიექტზე შევა. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს დიდი წარმატება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის.

„არზაკში“ „ჩელთის“ 3 დასახელების ღვინო იყიდება – 2015 წლის „საფერავი ქვევრის“, რომელიც „დეკანტერის“ ჟიურიმ, 2 წლის წინ, მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოთა შორის დაასახელა. ასევე – 2008 წლის „საფერავი“ და 2020 წლის „მწვანე ქვევრი“.

„2020 წლის იანვარში, სან-სებასტიანში ჩვენი ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გავმართეთ, სადაც მოწვეული იყვნენ ბასკეთის ყველაზე წარმატებული სომელიეეები და „მიშლენის ვარსკვავის“ მფლობელი რესტორნების წარმომადგენლები. მაშინ, „ჩელთის“ ღვინოებმა, დიდი მოწონება დაიმსახურეს და სტუმრებმა მათი რესტორნების ღვინის მენიუში დასამტებლად აირჩიეს. სამწუხაროდ, თებერვალში მსოფლიო პანდემია დაიწყო და ეს ადგილები დიდი ხნით დაიკეტა. როგორც კი ესპანეთში შეზღუდვები მოიხსნა, ჩვენს შორის კონუნიკაცია განახლდა და „ჩელთის“ ღვინო, ოფიციალურად დაემატა „მიშლენის“ 3 ვარსვლავის მფლობელ რესტორან „არზაკში“, ახლო მომავალში კი ბასკეთის 2 რესტორანში შევა“.

„არზაკი“ მსოფლიოს საუკეთესო რესტორანთა შორის წამყვან ადგილს იკავებს. მისი მეპატრონე ელენა არზაკი საუკეთესო ქალ მზარეულადაა დასახელებული. აღსანიშნავია, რომ „მიშლენის“ 3 ვარსკვლავი, რომელსაც ეს ობიექტი ფლობს, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ათეულ რესტორანს აქვს მინიჭებული.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა „არზაკში“ ქართული ღვინო გამოჩნდა, მანამდე, ესპანური რესტორნის ღვინის ბარათში ქართული სექცია საერთოდ არ არსებობდა.

„მეღვინეობა ჩელთი“ ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. კომპანიას , 80 ჰექტარზე, ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსი აქვს გაშენებული. ამ საოჯახო ბიზნესის დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.

„ჩელთის“ ქარხანა, წელიწადში, ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ათ სახეობას შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორებიცაა: „ხიხვი“ და „ქისი“.

 

[R]

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 დასრულდა! – რა შესაძლებლობებს სთავაზობს კონკურსი ბიზნესს

ახალგაზრდა ეკონომისტები – ეროვნული ბანკის კონკურსი ნიჭიერი სტუდენტების გამოსავლენად