ექსპო ჯორსჯიაში რიგით მე-13 საერთაშორისო ღვინის გამოფენა და კონკურსი ჩატარდა, სადაც ქართული კომპანიების პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
მეღვინეობა ჩელთიმ კი 19 მედალი მოიპოვა. მათ შორის იყო ორი ოქროს მედალი და ერთი ტროფი, უმაღლესი ხარისხის ჯილდო. აქვე აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზი დააწესა ღონისძიების სპონსორმა, „ალდაგმა.“ კომპანიის გადაწყვეტილებით, უმაღლესი ტროფის ჯილდოს მფლობელი კომპანიებისგან, საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კორპორატიული კლიენტებისთვის, 5000-5000 ლარის რაოდენობის ღვინოს შეიძენენ.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ქართული გამოფენები ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მსგავსი აღიარება ჩვენს ქვეყანაში უდიდესი პატივია მეღვინეობა ჩელთისთვის. კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კონკურსზე წარდგენილმა ყველა ღვინომ დაიმსახურა მედალი და ჟიურის მოწონება“, — აღნიშნავენ მეღვინეობა ჩელთის წარმომადგენლები.
საგულისხმოა, რომ WinExpo 2023-ზე წარმოდგენილი ღვინოები მსოფლიოს 7 ქვეყნიდან ჩამოსულმა თერთმეტმა სპეციალისტმა ბრმა გასინჯვის პრინციპით შეაფასა. უფრო კონკრეტულად, ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი, მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის მწერალი (Wine Writer) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი; ტეილორ პერსონსი — სომელიე, მარკეტერი, რესტორატორი;
აურორ ჟოდი — ენოლოგი, საფრანგეთის მეღვინეთა ასოციაციის წევრი; ფელისიტი კარტერი — ჟურნალისტი და რედაქტორი, მრჩეველი ღვინის ექსპორტის საკითხებში; ჩან ჯუნ პარკი — ღვინის ჟურნალისტი, სამხრეთ კორეის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; მეტ ვილკინი — ღვინის მაგისტრი, სომელიე, მეღვინე, რესტორატორი; ანასტასია რონკოლეტა — სომელიე, ღვინის ექსპერტი, მარკეტერი.
„ჩელთის“ ბრენდის ქვეშ 20-მდე დასახელების ღვინო და ორი დასახელების ჭაჭა 28 ქვეყანაში იყიდება — გერმანია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ჩინეთი, იაპონია, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.
[R]