in

სტუდენტური კონკურსი – “ჩემი ბორჯომი” 2014 გრძელდება!

შემოდგომაზე „ჩემი ბორჯომი” 2014-ის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. სტუდენტური კონკურსი, რომლის სრული საპრიზო ფონდიც 5000 აშშ დოლარია, გაზაფხულზე დაიწყო და დავალება IDS ბორჯომი საქართველოს ბრენდ ” მიტარბის” ეხება.

borjomi 2014ნანიკო კუპრაშვილი („IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი): ახლა სტუდენტური კონკურსი „ჩემი ბორჯომი” 2014-ის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სტუდენტებს ლექციების კურსი ბრენდინგის საფუძვლებში ალექს ჩიქოვანმა წაუკითხა, კომუნიკაციის სტრატეგიაში – ეკა ყიფიანმა.

M: რომელი უმაღლესი სასწავლებლების გუნდები მონაწილეობენ კონკურსში და რა პირობები აქვს კონკურსს?

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ფინალის დღეს. ამიტომ, პროექტიდან არცერთი მონაწილე არ გათიშულა. სტუდენტურ კონკურსში პროექტის დაწყების დღიდან, თბილისის 12 უნივერსიტეტის 52 სტუდენტი მონაწილეობს. თითო უნივერსიტეტს წარმოადგენს ერთი გუნდი. წელს ჩვენს პროექტში მონაწილეობენ: გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი, „გაუ“, კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, „ჯიპა“, „აგრარული უნივერსიტეტი“, რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და „თეატრალური“.

კონკურსანტებმა ბორჯომში ქარხნები დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ. პროექტში მონაწილე სტუდენტები ყოველ წელს მიგვყავს ბორჯომში, ქარხნების დასათვალიერებლად და წარმოების პროცესის გასაცნობად. მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია, რადგან როცა ადამიანი მუშაობს რომელიმე ბრენდზე, მან აუცილებლად უნდა იცოდეს როგორ იქმნება ის. სწორედ ამიტომ, ტური ქარხანაში კონკურსის განუყოფელი ნაწილია.

სტუდენტებს „IDS ბორჯომი საქართველოს“ მარკეტინგის დირექტორმა დავით გელაშვილმა კომპანიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა მათთვის საჭირო ყველა ინფორმაცია მიიღეს ჩვენგან ამ ღონისძების ფარგლებში.

IMG_5739

M: როგორ გაგრძელდება კონკურსი?

შემდეგი ეტაპი უკვე პრეზენტაციაზე მუშაობაა. საკონკურსო დავალება ეხება ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებულ მინერალური წყლის ახალ ბრენდს „მიტარბი“. დავალების შესასრულებლად სტუდენტებს სამი თვე მივეცით.

M: როდის და როგორ დასრულდება კონკურსი?

ფინალში სამი გუნდი გავა. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. მაგალითად, შარშან ჩვენი პროექტის ჟიურიში, კომპანიის მენეჯმენტის გარდა იყვნენ ალექსი ჩიქოვანი – მარკეტერი, კომპანია „ლაივის“ დამფუძნებელი და მთავარი კონსულტანტი; კოტე ბათმანიდი – რუსთავი 2-ის გაყიდვების სამსახურის უფროსი; სოფიო ხუნწარია – „არტარეა ტვ“-ის გენერალური დირექტორი; ვახო ვახტანგიშვილი – კომპანია Leavingstone -ს აღმასრულებელი დირექტორი, პარტნიორი. კონკურსი დასრულება ფინალური პრეზენტაციით, რომელზეც კომპეტენტური ჟიური „ჩემი ბორჯომი 2014“-ის გამარჯვებულებს გამოავლენს. პრეზენტაცია შემოდგომაზე გვაქვს დაგეგმილი. კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ამერიკული დოლარია.

M: რაც შეეხება ამ კონკურსის ისტორიას… რა კონტიგენტი იღებს მონაწილებას და მათ საქმიანობაზე შემდეგ როგორ აისახა ეს კონკურსი?

სტუდენტური კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტარდება. პირველ წელს პროექტი ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელეთ და მხოლოდ თსუ–ს სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტმა გაამართლა და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ სხვა უნივერსიტეტებისთვისაც მიგვეცა პროექტში მონაწილეობის საშუალება. პირველ რიგში ეს, კონკურსი სტუდენტებს აძლევს უდიდეს გამოცდილებას. მათ ეძლევათ ისეთ ბრენდებთან მუშაობის საშუალება, როგორიცაა „ბორჯომი“. სამწუხაროდ, პირველ წლებში შედარებით სუსტი ნამუშევრები წარმოგვიდგინეს სტუდენტებმა. სწორედ ამიტომ გაჩნდა მათთვის „ტრეინინგების“ ჩატარების იდეა. უკვე მეორე წელია, ალექსი ჩიქოვანი აქტიურად მუშაობს სტუდენტებთან ერთად იმისთვის, რომ უფრო გაუღრმაოს ცოდნა. წელს „ტრეინინგებში“ ჩავრთეთ ეკა ყიფიანიც. გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი იდეები წარმოგვიდგინეს სტუდენტებმა შარშან და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგ ნამუშევრებს ვიხილავთ წელს.

M: რა სარგებლობა მოაქვს ამ კონკურსს თავად მონაწილეებისთვის?

პირველ რიგში, სტუდენტი იღებს ძალიან დიდ გამოცდილებას და იღრმავებს ცოდნას. ხარ სტუდენტი, ისეთი ბრენდისთვის როგორიც არის „ბორჯომი“, მარკეტინგული აქტივობების მოფიქრებას გავალებენ. ამავდროულად, ნამდვილი პროფესიონალები გიტარებენ “ტრეინინგებს”, შემდეგ მუშაობ პრეზენტაციაზე, რომელიც უნდა გააცნო კომპანიის მენეჯმენტსა და ჟიურის მოწვეულ წევრებს. ჟიური მსჯელობს თითოეულ ნამუშევარზე და სტუდენტი თავად იგებს რა გააკეთა სწორად, რა იყო ძალიან კარგი ან პირიქით. ვფიქრობ, ეს პროექტი ყველა იმ სტუდენტისთვის ვისაც მარკეტინგი აინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია.

M: ომპანიისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ კონკურსს, თუ იყენებს თავის კამპანიებში “ბორჯომი” კონკურსანტების პროექტებს და რა პირობით?

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ განათლებაა. ამ მიმართულებით, წლების მანძილზე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, მათ შორისაა „ჩემი ბორჯომი“, რითიც ძალიან ვამაყობთ. ჩვენი კონკურსის მიზანი სტუდენტების ცოდნის ამაღლებაა. მათთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნამდვილი გამოწვევაა. სამწუხაროდ, ამ დრომდე არცერთი იდეა არ განგვიხორციელებია. იმედი მაქვს, წელს მოგვეცემა ამის საშუალება. წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის საუკეთესოებს ჟიური დისკუსიის შემდეგ ავლენს. კონკურსის საპრიზო ფონდი 5 000 აშშ დოლარია, რომელიც I, II და III ადგილზე გასულ გუნდებზე გადანაწილდება.

Locked Out Tbilisi – „მობაილ“ აპლიკაცია Doors & Rooms–ის ანალოგი რეალური თამაში

OLD SPICE-ის სარეკლამო კამპანია ქალებისათვის