in

ლეღვთახევის კლდეებზე გაცოცხლებული თბილისის ისტორია – “ჩემი ძველი ქალაქი”

„ჩემი ძველი ქალაქი“ კომპანია „ბოქს მედია გრუპის“ პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ყოველ საღამოს ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლდება თბილისის ისტორია. ესაა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უძველესი ისტორიის სინთეზის სახით ახალი, შთამბეჭდავი სანახაობის შექმნის მცდელობა. ამრიგად, 7 ივლისიდან, ყოველ საღამოს, 21:00 საათიდან შეგეძლებათ ამ სანახაობით დატკბობა. პროექტი 2016 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება. მარკეტერის კითხვებს “ბოქს მედია გრუპის” დამფუძნებელმა ლაშა ხმალაძემ უპასუხა.

M: რას მოიცავს ღონისძიება?

ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით გავა ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეოკლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია, გასართობი ვიდეო ანიმაცია და სხვა.

M: როდიდან დაიწყო და რა არის მთავარი მიზანი?

პროექტი პირველად განხორციელდა 2016 წლის ზაფხულში და მას მიეცა ყოველწლიური სახე. წელს პროექტი დაიწყება 7 ივლისს. პროექტის მიზანი არის ტურისტებსა და თბილისელებს გავაცნოთ ძველი თბილისის ისტორიული იერსახე, დაისვენონ ამ ბუნებრივად ლამაზ ადგილას და გაატარონ სასიამოვნო დრო. ჩვენ  ვფიქრობთ, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და რა თქმა უნდა, მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

M: ღონისძიების ლოკაცია და ხანგრძლივობა?

პროექტი სტარტს აიღებს ლეღვთახევში (აბანოთუბანი) 7 ივლისს და მსურველებს 1 თვის მანძილზე ექნებათ საშუალება, ნახონ პროექტი.

M: რატომ ლეღვთახევი?

ჩვენ გადაწყვიტეთ ტექნოლოგიებისა და ბუნების სინთეზით მოგვეთხრო თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებითა და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი – ლეღვთახევი შევარჩიეთ.

M: კომერციული თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანია “ჩემი ძველი ქალაქი” ან სხვა რა ღირებულებების მატარებელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის?

კომერციული თვალსაზრისით, პროექტი არის მომგებიანი, რადგან ეს არის განსხვავებული კომუნიკაციის საშუალება მომხმარებელთან და საზოგადოებასთან, რაც იწვევს ძალიან დადებით ემოციებს და მომხმარებელს ხდის ლოიალურს ბიზნესის მიმართ. ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ზაფხულის ცხელ საღამოებს ატარებენ აქ და ჩვენ შევუქმენით შესაძლებლობა, კიდევ უფრო სასიამოვნოდ გაატარონ საღამოები. პროექტი ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა როგორც ტურისტებისათვის ასევე თბილისის მოსახლეობისთვისაც. ჩვენ შევქმენით საშუალება წაკითხული და მოსმენილი ენახათ ფოტოებით კლდის ბუნებრივ ლანდშაფტზე, რაც კიდევ უფრო  სასიამოვნო და კარგი სანახავია. ტურისტები არიან სასიამოვნოდ გაოცებულები, რომ საქართველოში მათ უქმნიან ისეთ პირობებს, რათა მაქსიმალურად სასიამოვნოდ გაატარონ საღამო და ინფორმაციით დატვირთულებმა დატოვონ ჩვენი ქვეყანა.

M: ტურისტებს რაც შეეხება, როგორ ახორციელებთ მათ ინფორმირებასა და ლოკაციაზე მოზიდვას?

ჩვენ შევატყობინეთ ტურისტულ კომპანიებს ამ ღონისძიების შესახებ და გიდებს მოყავთ ტურისტები ამ პროექტის სანახავად. ასევე, ვიყენებთ სოციალურ მედიას, პრესას, ტელემედიას და ასეთი ფორმით ვაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას.

როგორ პასუხობს ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ  გამოწვევებს

„სათუთუნე” – ტყავის ხელნაკეთი პორტსიგარების პირველი ქართული სტარტაპი