28
Feb
2019

ქართულენოვანი აპლიკაცია ქალებისათვის – „ჩემი კალენდარი“

28 Feb 2019

არასამთავრობო ორგანიზაციამ „თანადგომა“ დაამზადა ქართულენოვანი აპლიკაცია ქალებისათვის – „ჩემი კალენდარი”. ამ აპლიკაციის მსგავსი ბევრი უცხოენოვანი ვარიანტი არსებობს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის გუნდმა ჩათვალა, რომ აუცილებელია ქართულენოვანი ანალოგის შექმნა, რომელიც ქართველი მომხარებელების საჭიროებებზე იქნება მორგებული. აპლიკაცია  უფასო და ხელმისაწვდომია, როგორც აიფონის ისე ანდროიდის მომხმარებლებისათვის.

mBank QR
mBank QR

 

აპლიკაციის საშუალებით ქალები შეძლებენ:

  • მონიტორინგი გაუწიონ საკუთარ რეპროდუქციულ სისტემას!
  • აკონტროლონ მენსტრუალური ციკლი და ნაყოფიერი დღეები!
  • მიიღონ შეტყობინებები მედიკამენტების მიღებისა თუ ექიმთან ვიზიტის შესახებ!
  • გაეცნონ ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ!

აპლიკაცია შედგება 2 ნაწილისაგან, კალენდარისა და საინფორმაციო ნაწილისგან.

საინფორმაციო ნაწილი შედგება რამდენიმე მოდულისგან და მოიცავს შემდეგ ბლოკებს:

  • ინფორმაცია ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიის შესახებ;
  • ინფორმაცია კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ.

კალენდრის საშუალებით, ქალს შეუძლია გამოითვალოს ფერტილური (ნაყოფიერი) დღეები და დაგეგმოს ორსულობა. გამოყენების მიზნით, მომხმარებელმა უნდა შეავსოს კითხვარი და შეიტანოს პირადი მონაცემები.

კითხვარის შევსების შემდეგ, აპლიკაცია გამოითვლის ჩასახვის კუთხით ხელსაყრელ და უსაფრთხო დღეებს. აპლიკაციის გამართულად მუშაობის მიზნით, საჭიროა გამონადენის დღეების ყოველთვიურად დაწყების აღნიშვნა.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია ამ მისამართიდან:

Google Play – bit.ly/2dBZKCZ
App Store – apple.co/2eofrh8

დამატებითი ინფორმაციის მიზნით ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს ”რეპროდუქციული ჯანმრთელობა.“

[R]

განხილვა