in

,,ჩემი მარაგი“ ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციას იწყებს

საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ ინვაციების მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს: მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი მესენჯერში მოემსახურება და მათ შეკვეთებს გააფორმებს.

ბრენდის მიერ დანერგილი AI ჩატბოტი მომხმარებელთან კომუნიკაციას სრულად ავტომატიზებულ ფორმატში მართავს, ამავდროულად, თითოეულ მათგანზე მორგებულ, პერსონალიზებულ გამოცდილებას ქმნის.

რა შეუძლიაჩემი მარაგის“ AI ასისტენტს?

  • ავტომატიზებული შეკვეთები: AI ასისტენტშეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს და გააფორმოს შეკვეთა მესენჯერში.
  • ინფორმაციული მხარდაჭერა: მომხმარებლებისთვის მომსახურების პირობების, პროდუქციის და აქციების მყისიერი გაცნობა.

„ჩემი მარაგისთვის“ ხარისხი ყოველთვის პრიორიტეტია, როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების კუთხით. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. AI ასისტენტი უზრუნველყოფს სწრაფ და უწყვეტ კომუნიკაციას, პასუხის მოლოდინის დროის შემცირებას, ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას და შეკვეთის სწრაფ და მარტივ გაფორმებას. ამავდროულად, სისტემა მუდმივად ვითარდება, სწავლობს მომხმარებელთა ქცევას და ადაპტირდება მათ მოთხოვნებზე.

,,სასურსათო სექტორში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. „ჩემი მარაგი“ ერთ-ერთ პირველ ქართულბრენდია, რომელმაც შეკვეთების მართვის პროცესში AI გადაწყვეტილება დანერგა. ეს ნაბიჯი ასახავს კომპანიის ხედვას: იყოს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის მიმწოდებელი, არამედ იყოს ტექნოლოგიურად განვითარებული ბრენდი. ,,ჩემი მარაგის“  მომხმარებლებთან კომუნიკაციის გუნდი აგრძელებს გაყიდვის შემდგომი მომსახურებაზე ზრუნვას, ხოლო AI ტექნოლოგია უზრუნველყოფს პერატიულობას და პროცესების ოპტიმიზაციას,“ – აცხადებს ,,ჩემი მარაგის“ დირექტორი გიორგი თურმანიძე.

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგის“  AI ჩატბოტი, ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია Facebook Messenger-ში. უახლოეს მომავალში კი, AI სისტემა დაინერგება ,,ჩემი მარაგი“ სხვა  ციფრულ არხებშიც.

[R]

ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი დანიასთან | საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე

მერე ბარათის საგაზაფხულო შეთავაზებები