in

„ჩემი მარაგი“ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) ინტეგრაციას იწყებს

საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ ბიზნესპროცესების განვითარების მიმართულებით სიახლეს აანონსებს: კომპანია მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემას – CRM-ს ნერგავს, რომელიც გაყიდვების, კომუნიკაციისა და მარკეტინგული პროცესების უფრო ეფექტურად მართვას უზრუნველყოფს.

დღევანდელ სწრაფ და კონკურენტულ ბიზნესგარემოში მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. CRM სისტემის დანერგვა ბრენდს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგოს მომხმარებელთა ქცევა, საჭიროებები და ინტერესები, რაც მომავალში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და უფრო პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნას შეუწყობს ხელს.

რა შეიცვლება CRM სისტემის დანერგვით როგორც „ჩემი მარაგისთვის”, ასევე მომხმარებლებისთვის? 

  • CRM სისტემის დანერგვა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, შეკვეთების, კომუნიკაციის ისტორიის, მომხმარებელთა ინტერესებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ერთიან სისტემაში გააერთიანოს.
  • მომხმარებლებისთვის კი ეს ნიშნავს უფრო სწრაფ, ზუსტ და პერსონალიზებულ მომსახურებას, რომელიც მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.

CRM სისტემა „ჩემი მარაგის“ გუნდს მომხმარებელთან ურთიერთობის უფრო ორგანიზებულად მართვაში დაეხმარება. ერთიან სივრცეში თავმოყრილი ინფორმაცია გაამარტივებს შეკვეთების ისტორიის, წინა კომუნიკაციისა და მომხმარებელთა საჭიროებების დანახვას, რაც გუნდს საშუალებას მისცემს დაგეგმოს მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები, უკეთ მართოს განმეორებითი შეკვეთები და შესთავაზოს მომხმარებელს უფრო ზუსტი მომსახურება.

„ბიზნესის ზრდასთან ერთად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებელთან ურთიერთობა უფრო თანამედროვე და მოქნილი გავხადოთ. ჩვენი მიზანია, „ჩემი მარაგი“ იყოს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის ონლაინ მაღაზია, არამედ ტექნოლოგიურად განვითარებული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე და მასზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს,” – აცხადებენ “ჩემს მარაგში”.

CRM სისტემის დანერგვა „ჩემი მარაგის“ ციფრული ტრანსფორმაციის კიდევ ერთი ეტაპია. თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაცია კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, მომსახურების პროცესი უფრო მოქნილი, ეფექტური და თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებზე მორგებული გახადოს.

[პარტნიორის კონტენტი]

„დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა“ – როგორ შეიქმნა თიბისის 26 მაისის კამპანია

„ყოველდღე უკეთესია“ – ახალი სტრატეგიის ფარგლებში, SPAR 2026-2027 სასწავლო წელს 30 მოსწავლის კვებას ყოველდღე უზრუნველყოფს