in

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გზავნილით – “ჩემი მეგობრები-ჩემი გარემოცვა” აღინიშნება

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. კავშირი  “ჩვენი ბავშვები” საერთაშორისო ორგანიზაცია –  Down Syndrome International-თან ერთად ამ დღეს უკვე მეხუთე წელია აღნიშნავს. წლევანდელი წლის მთავარი გზავნილია – „ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა“.  ღონისძიებებიც სწორედ მეგობრობასა და მის მნიშვნელობაზეა.

მიმდინარე წელს კავშირი „ჩვენი ბავშვების“ ინიციატივით ჩამოყალიბდა მეგობართა კლუბი, სადაც ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად სხადასხვა აქტივობებში.  კვირეული 13 -დან  21 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.  ჭრელი წინდები წელსაც იქნება ჩვენი სოლიდარობის სიმბოლო. თითოეული ღონისძიების შემდეგ, სტუმრებს ექნებათ საშუალება ფერადი წინდებით გადაღებული ფოტოებით გამოხატონ სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. ასევე გვექნება სოციალურ საწარმოში “ბაბალე” მეგობართა კლუბისა და “ბაბალეს” სპეციალური საჭიროებების მქონე ბენეფიციარების მიერ ერთობლივად შესრულებული  ჭრელი წინდის ფორმის სუვენირები, რომლის შეძენაც 4 ლარად შეეძლებათ მსურველებს და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მათ საჭიროებებს“,-აცხადებს კავშირი „ჩვენი ბავშვების“  საზოგადოებასთან ურთიერთობს მენეჯერი გოჩა გაბოძე.

M: რა აქტივობებია დაგეგმილი?

ღონისძიებების განრიგი ასეთია:

16 მარტი-  ვაკის მედიათეკა (ვაკის პარკი). 18:00  საათზე დაგეგმილია  დისკუსია, თემაზე -„დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში“.

18 მარტი – იუსტიციის სასწავლო ცენტრი,  (სანდრო ეულის 3ა)  11:00  საათზე დაგეგმილია   კონფერენცია „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში“,

19 მარტი –  დ.შევარდნაძის ეროვნული გალერეაში 18:00 საათზე გაიმართება  პერფომანსი – „მეგობART”.

21 მარტი – კამპანიის დასასრული- დაგეგმილია ორი ღონისძიება.  12:00 საათზე მოეწყობა  მსვლელობა ვაკის პარკიდან თსუ-ს პირველ კორპუსამდე.  19:00 საათზე კი მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის ბაღი),  გაიმართება  სპექტაკლი „პატარა უფლისწული“.

M: რა არის კამპანიის მიზანი?

კამპანიის მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.  საზოგადოება, რომელიც არის ღია და ფლობს მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას,  არის ბევრად უფრო ტოლერანტული.  ჩვენი მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოების სრულუფლებიანი და თანასწორი წევრობაა.

21 martiM: მსოფლიოს მასშტაბით, რა კამპანიები იგეგმება 21 მარტისთვის?

2011 წლის 21 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო)  ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. სწორედ ამ დღეს, გაეროში იმართება გლობალური კონფერენცია, სადაც სხვადასხა ქვეყნებიდან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მოხსენებით გამოდიან და “თვითადვოკატირებას” ეწევიან. საქართველოშიც იუსტიციის სასწავლო ცენტრში 18  მარტს დაგეგმილ კონფერენციაზე ერთ- ერთი მომხსენებელი “თვითადვოკატი” გიგო შიუკაშვილი იქნება. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იღებენ ვიდეო რგოლს ერთი კონკრეტული მესიჯის გარშემო.  აღსანიშნავია, რომ ჭრელ წინდებს, რომელიც ასე კარგად აიტაცა ჩვენმა საზოგადოებამ,  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ.

M: უკვე  მეხუთე წელია ეს კამპანია ტარდება საქართველოშიროგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწიეთ სასურველ მიზანს ? 

საზოგადოება ყოველწლიურად დგამს გარკვეულ ნაბიჯებს.  სამწუხაროდ, მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა გაგვაჩნია და მრავალი ბარიერი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, ეტაპობრივად.  ყველა ბარიერის დანგრევა შესაძლებელია. საბედნიეროდ, უკვე ცუდ ტონად ითვლება “დაუნის”,  როგორც დამაკნინებელი კონოტაციის სიტყვად გამოყენება და თითოეულ მსგავს შემთხვევაზე საზოგადოება აქტიურად რეაგირებს. ჩვენს მიზანს სწორედ იმგვარი საზოგადოების მშენებლობაში ერთი აგურის დადება წარმოადგენს,  სადაც ყველას განურჩევლად ქრომოსომების რაოდენობისა ღირსებითა და პატივისცემით ეპყრობიან, მიიღებენ თანასწორ და სრულუფლებიან წევრად. ამისთვის გვჭირდება მეგობრები – მეგობრები თანასწორი უფლებებისთვის.

GIPA SKI TOURNAMENT 2016-ის შედეგები

ანსამბლი “რუსთავი” ცვლილებებს განახლებული ლოგოთი იწყებს !