ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია დღითიდღე იზრდება. კომპანიები სხვადასხვა შეთავაზებითა და პრიზებით ცდილობენ მომხმარებლის მოპოვებასა და შენარჩუნებას.
ამჯერად, PSP საკუთარ მომხმარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს, რომელიც მათსავე ლოიალობის ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. გათამაშების ბილეთების მიღებასთან ერთად, დახარჯული თანხის შესაბამისი ღიმილები მომხმარებელს ბარათზე ერიცხება.
გათამაშება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეებს 12 ავტომობილისა და სხვა პრიზების მოგების შესაძლებლობა ეძლევათ.
ბილეთების მიღება კი სხვადასხვა სახით PSP-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი – ყოველ 20 ლარიან შენაძენზე 1, ყოველ 50 ლარიან შენაძენზე კი 5 ბილეთი. ”ბილეთების მიღებასთან ერთად, მომხმარებელს თანხის შესაბამისი ღიმილები დაერიცხება ბარათზე. დაგროვებული ღიმილებით შესაძლებელია მიიღონ საჩუქრები PSP-ს მუდმივად განახლებადი კატალოგიდან”.
მომხარებელთა ლოიალობის გაზრდის მიზნით შექმნილი „ჩემი ოჯახის ბარათი“ 2007 წლიდან მოქმედებს. ეს არის დაგროვებითი ბარათი, რომელზეც მომხმარებელი PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეძენილი პროდუქციით აგროვებს ღიმილებს (ქულებს). კომპანიაში ამბობენ, რომ ”ჩემი ოჯახის ბარათის” ვებ-გვერდზე (www.card.psp.ge) დარეგისტრირებით მომხმარებელს საშუალება აქვს შეამოწმოს ბარათზე არსებული მიმდინარე ღიმილების, გათამაშების ბილეთების რაოდენობა, გაეცნოს PSP-ს საჩუქრების კატალოგს, აირჩიოს სასურველი საჩუქრები და შეუკვეთოს, რომელსაც მის მიერ არჩეულ PSP-ს აფთიაქში მიიღებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფარგლებში 670 000 ბარათია გაცემული.
დაგროვებითი ბარათების სისტემას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ყველა მსხვილი მოთამაშე სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. სხვაობა მათ შეთავაზებებს შორის, ხშირად, ძალიან მციერეა. თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ ”ჩემი ოჯახის ბარათი” სხვა ანალოგებისგან გამორჩეულია.
„ჩემი ოჯახის ბარათი“ გამოირჩევა დღეისათვის ბაზარზე არსებული ყველა ანალოგისგან, მარტივი დაგროვებითი სისტემა: 2 ლარი=1 ღიმილს, დახარჯული თანხის შესაბამისი ღიმილები ზუსტად დამრგვალების გარეშე ირიცხება ბარათზე. ღიმილების დაგროვება შესაძლებელია ნებისმიერი შეძენილი პროდუქციით, მათ შორის ფასდაკლებით შეძენილი პროდუქციით. ბარათზე დაგროვებული ღიმილებით მომხმარებელს შეუძლია PSP-ს ნებისმიერი აფთიაქიდან გაიტანოს, როგორც სააფთიაქო ასევე კატალოგში არსებული საჩუქრები”.