21
May
2018

მაღაზიათა ქსელ „დეილის“ კამპანია – #მიყვარსჩემიქალაქი

21 May 2018

მაღაზიათა ქსელი „დეილი“ აწარმოებს კამპანიას #მიყვარსჩემიქალაქი, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია კონკურსში ჩართვა. გამომდინარე იქიდან, რომ „დეილი“ წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კამპანია მიზნად ისახავს სხვადასხვა ადგილების მაცხოვრებელთა სუბიექტური დამოკიდებულებების წარმოჩენას და სპეციალურად შექმნილ ჯგუფში, შესაძლებელს ხდის საკუთარ ქალაქთან დაკავშირებული ფოტო-ვიდეო მასალის, აზრების, ქალაქის სიყვარულის მიზეზების გაცვლას/გაზიარებას. ყველაზე გამოხმაურებადი პუბლიკაციების ავტორები კი ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან.

“ჩვენი სიძლიერე ჩვენი ხალხი და ქვეყანაა. ყველა ქალაქში, სადაც კი გავხსენით „დეილი“, დაგვხვდა საოცარი გარემო, ხალხი და ადგილობრივი კულტურა. გვინდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მრავალფეროვნება აღვნიშნოთ და ყველამ გავიზიაროთ თითოეული ქალაქისა თუ სოფლის სილამაზე და სიყვარული. ჩვენი კამპანია „მიყვარს ჩემი ქალაქი“, სწორედ ამას ეძღვნება”, – განაცხადა დავით კუხალაშვილმა, „დეილის“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კამპანიის ფარგლებში ტარდება კონკურსი, რომელში მონაწილეობის პირობები მარტივია. საჭიროა ჯგუფში გაწევრიანება; შექმნილი ვიდეოს ან სურათის განთავსება ჩანაწერის თანხლებით თემაზე – მიყვარს ჩემი ქალაქი. „დეილი“ გამარჯვებულებს 31 მაისს გამოავლენს მონაწილეების პუბლიკაციების/ჩანაწერების მოწონებებისა და გაზიარებების რაოდენობის გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ „დეილი“ მაღაზიათა ქსელია, რომელიც წარმოდგენილია ქუთაისში, თბილისში, ზესტაფონში, გორში, საგარეჯოსა და სამტრედიაში.

[R]

განხილვა