in ,

„ჩემი შვილი ჰომოფობია!“ სოციალური რგოლი LGBTI ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ

„სიყვარული თუ სიძულვილი?“ –  სააგენტო LEAVINGSTONE-ის მიერ შესრულებული სოციალური სარეკლამო რგოლის სახელწოდებაა, რომლის მიზანიც საზოგადოებრივ დამოკიდებულებათა ცვლილებების ხელშეწყობა –  ლგბტი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი) ადამიანებისა და მათი უფლებების პოზიტიური ხილვადობაა. ვიდეორგოლის სიუჟეტი ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტუაციის მიხედვით ვითარდება, თუმცა ფინალი სრულიად მოულოდნელია.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და მისი პარტნიორების მიერ – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტის – „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“ – ჩატარებული კვლევების მიხედვით, ლგბტი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზე­ბულ, ნაკლებად ხილვად და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ სომხეთსა და საქართველოში. ვიდეოს მთავარი გზავნილებიც გამომდინარეობს ჰომო-ბი-ტრანსფობიური საზოგადოებრივი დამოკიდებულებების კვლევისა და საქართველოში ლგბტი ადამიანთა სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის ანალიზიდან#LGBTISolidarityNetwork
European Union in Georgia

რობოტი ELLI Q – ხანდაზმულთა გიდი ციფრულ სამყაროში

შონ უაიტი და სხვა სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან – Beats-ის ვიდეორგოლები