Chemistry Gin ალკოჰოლური სასმელების გამოკვლევას ცდილობს — ეს არის ახალი მიდგომა, რომელიც ზღვარს ხსნის პრაგმატულ მეცნიერებასა და კარგად დამუშავებული სასმლის „სუფთა სიხარულს“ შორის. ამიტომ, ამიტომ, მეცნიერებას, ბუნებასა და ექსპერიმენტებს შორის მოულოდნელი კავშირების აღმოჩენა მისი დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.
„იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა რაიმე აშკარა კავშირი ქიმის ლაბორატორიულ კლიშეებთან, მეცნიერების შემოქმედებითი, ოდნავ გასაკვირი მხარის გაფართოებისა და ამაღლების თემაზე ვიმუშავეთ. გვინდოდა, მომხიბვლელი ვიზუალი შეგვექმნა დეტალებით, რომლებიც ქიმიას, ადამიანებსა და ბუნებას აკავშირებს“, — აღნიშნავენ SingleDouble-ში.
ამ ორგანული ურთიერთობების გამოსახატად, დიზაინერებმა აბსტრაქტული სფეროები, ფორმები და ერთმანეთში გარდამავალი ფერები შეიმუშავეს. ხოლო თითოეულ ბურთზე სქელი მონასმების დამატება დიზაინს მეტ მიმზიდველობას სძენს. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ დღეისათვის მდგრადობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია, Estal Pharma Wild Glass ბოთლი 100%-ით რეციკლირებული მასალისგანაა დამზადებული.
აღსანიშნავია, რომ ბიოქიმიკოსისა და მისი მეუღლის მიერ დაარსებული ჯინის ბრენდი ერთგვარ საქველმოქმედო ორგანიზაციადაც იქცა — გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნაწილი მეცნიერი ქალების მხარდასაჭერად გაიცემა.