მაშინ, როდესაც კვების ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თითოეული მოთამაშე ცდილობს, მომხმარებელს, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნას და ასე გაუსვას ხაზი საკუთარ უპირატესობას. მაგალითად, რესტორნების ქსელმა „ჩემო კარგო“, კერძების შეკვეთისთვის, მობილურ აპლიკაცია შექმნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია – მომხმარებელი იწერს აპლიკაციას „ჩემო კარგო“, წარმოდგენილი მენიუდან „ონლაინ“ ირჩევს სასურველ კერძს, აფიქსირებს არჩევანს და კურიერს შეკვეთა სასურველ ადგილზე მიაქვს. აპლიკაცია განკუთვნილია როგორც iOs, ასევე ანდროიდის სისტემებისთვის.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/ChemoKargoNadzaladevi/videos/1152091334927739/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
სალომე მეზურნიშვილი („ჩემო კარგოს“ მარკეტინგის მენეჯერი) : ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი. ამიტომ, სატელეფონო ჯავშნის გარდა, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, შესაძლებელია სასურველი მენიუს შერჩევა, სიახლეების დათვალიერება, დაგეგმილი „ივენთების“ შესახებ ინფორმაციის მიღება და მაგიდის დაჯავშნა. რაც შეეხება აპლიკაციას, არის მოქნილი, სწრაფი და მარტივი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, „ონლაინ“, შეარჩიოს და შეუკვეთოს სასურველი კერძი და ისარგებლოს ადგილზე მიტანის სერვისით. გვინდა, შეკვეთის განხორციელება გავხადოთ მარტივი, მობილური, რაც ადგილზე მიტანის სერვისს, თავისთავად, უფრო სწრაფსა და ოპერატიულს ხდის. ამასთან, აპლიკაციის დახმარებით, მომხმარებელი დაზოგავს დროს, ენერგიას და ადგილზე მივუტანთ მრავალფეროვანი, გემრიელი, ქართულ – ევროპული კერძების ასორტიმენტიდან მისთვის სასურველს კერძს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია საშუალებას იძლევა ანგარიშსწორება, „ონლაინ“, ბარათის მეშვეობით მოხდეს. ასევე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რუქაზე თვალი ადევნოს კურიერის გადაადგილებას და ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია შეკვეთის მიღების შესახებ“. ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციებზე იმუშავა მარკეტინგულმა სააგენტომ BLH.
M: რაც შეეხება თავად რესტორნების ქსელს „ჩემო კარგო“ . . .
სალომე მეზურნიშვილი: „ჩემო კარგო“ – რესტორანი ყველა უბანში მომხმარებელს ქართულ – ევროპულ კერძებს სთავაზობს. ჩვენ ვქმნით პრემიუმ კლასის რესტორნებს უბნის ცენტრალურ ლოკაციაზე, რომელიც გათვლილია ყველა სეგმენტზე. აღსანიშნავია, რომ რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გვაქვს მენიუ ბრაილის შრიფტით“.
ბაჩი თავაძე („ორიგინალი ჯგუფის“ დამფუძნებელი): რაც შეეხება ბრენდს, ჩვენს რესტორნებს მომხმარებელი „ორიგინალის“ სახელით იცნობდა, რომელიც 2004 წლიდან არსებობს. რებრენდინგი 6 თვის წინ დავიწყეთ. შეიქმნა „ორიგინალი ჯგუფი“ და მისის რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“. „რას ინებებთ ჩემო კარგო“, „მადლობა ჩემო კარგო“–სახელი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ ფრაზებისაგან წამოვიდა, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო და დასამახსოვრებელია.
M: ამ ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, „ჩემო კარგო“ რითია გამორჩეული?
სალომე მეზურნიშვილი: გარდა იმისა, რომ ჩვენთან არაჩვეულებრივი გარემოა, საკვებს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტებისგან ვამზადებთ. „ჩემო კარგოს“ რესტორნების ძირითადი ნიშა არის ბიო პროდუქტები, რომლიც საქართველოს ყველა კუთხიდან იგზავნება და ამასთან დაკავშირებით ყველა კუთხეს მივუძღვენით სპეციალური კერძი . მაგალითად, ჩვენი რესტორნების მთავარი მზარეულის დავით სულაბერიძის „კახური მრავალჟამიერი“, რომელიც განკუთვნილია 5-6 პერსონაზე და შედგება ხაშლამის, გუდის ყველის, კახური მზესუმზირის ზეთის, მწვანილის, ჩვენს ბუხარში გამომცხვარი პურისა და კახური ღვინისაგან; კერძი „მეგრული ნანა“ (მეგრული კუპატი, ღომი, გებჟალია, ბაჟე); „იმერული ნანინა“ (დაბრაწული სოფლის წიწილა, იმერული ყველი, პრასის სალათი და მჭადი კეცზე).

ბაჩი თავაძე : რადგან საუბრისას შევეხეთ სხვადასხვა კუთხიდან მოწოდებულ პროდუქციას, არ შეიძლება არ აღვნიშნო საკმაზი კვლიავი და ქონდარი, რომელის ყაზბეგის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოგვაქვს და, სწორი შეკმაზვის შედეგად, ვღებულობთ იმ განსაკუთრებულ გემოს, რაც ძალიან გემრიელს ხდის ჩვენს ხინკალს. ასევე, უყურადღებოდ არ მინდა დავტოვო ჩვენი კუბდარი, რომელიც მზადდება ნედლი ხორცითა და სპეციალურად თეთნულდის მთებიდან ჩამოტანილ გიცრულით. ეს სუნელი განსაკუთრებულად არომატულს ხდის ამ კერძს. „ჩემო კარგოს“ ყველა რესტორანში დარბაზის ცენტრში არის ბუხარი, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დააკვირდეს ცომეულის, აჭარულის ხაჭაპურის კუბდარისა თუ ლობიანის, ცხობის პროცესს.

M: რაც შეეხება „ჩემო კარგოს“ სამომავლო გეგმებს . . .
ბაჩი თავაძე : სამომავლო საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. მალე დამთავრდება გლდანის ფილიალის გაფართოება. წელიწად – ნახევრის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ უკვე 7 რესტორანი გვექნება, რომლებიც, თითქმის, ყველა უბნის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსება.
[R]


















