in

საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში 8 მაისიდან იწყება!

საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში, 2021 წლის სეზონი, ამლევი-ორბეთის  მიმდებარე ტერიტორიაზე განახლდება. პირველი ეტაპი სახელწოდებით „ბირთვისის ბრძოლა“ 8 მაისს 12 საათზე დაიწყება. ჩემპიონატი ტრადიციულად საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და გენერალური პარტნიორების Myauto-სა და Eurocreditის მხარდაჭერით წელს განსაკუთრებულად სანახაობრივ, საინტერესო და ექსტრემალურ შოუს გვპირდება.

bog
bog-mob

ჩემპიონატი 2013 წლიდან იმართება და ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა საინტერესო სპორტული თავგადასავალი, რომელიც უამრავ მაყურებელს იზიდავს, აძლევს შესაძლებლობას, რთულ გზებზე მეგზურობა გაუწიონ პროფესიონალ ავტომრბოლელებს და მათთან ერთად განიცადონ მოზღვავებული ადრენალინი. ტრადიციულად, შეჯიბრში მონაწილეობას იღებს 30-მდე მონაწილე, რომლებიც სხვადასხვა კლასში ასპარეზობენ და ქმნიან აზარტულ სანახაობას.

8 მაისს, ჩემპიონატში აღმართის დაძლევაში საქართველოს წამყვანი მრბოლელები მიიღებენ მონაწილეობას. ხოლო, ლოკაციაზე მოეწყობა გასართობი სივრცეები – მუსიკა, საპიკნიკე, კვების ზონა და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც ღია სივრცეში დაუვიწყარი დროის გატარების საშუალებას გაძლევს. ასევე, სარბოლო მონაკვეთზე დაგხვდება სპეციალური სექტორი – „სწრაფი ფულის“ ზონა, რომლის ყველაზე სწრაფად გამვლელი მრბოლელი 1000₾-ს მიიღებს საჩუქრად, „ევროკრედიტისგან“. დამსწრეებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, TOP მრბოლელებთან ერთად, Drift Car-ით დაძლიონ  ექსტრემალური ბილიკი და განიცადონ ჭარბი ემოციები.

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ ლიცენზირებულ ავტომობილებს. ღონისძიება ითვალისწინებს პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და ტარდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რათა მონაწილეებისა თუ მაყურებლებისთვის, მაქსიმალურად, უსაფრთხო და კომფორტული იყოს. შეჯიბრის ორგანიზატორების სურვილია, თითოეული სტუმარსა თუ მონაწილეს დახვდეს ჯანსაღი სპორტული გარემო, სადაც თავს იგრძნობს დიდი საავტომობილო დღესასწაულის ნაწილად.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის ერთობლივი პრინტ კონკურსის შედეგები ცნობილია!

„ჰენკსს დაურეკე!“ – რა პრეტენზია აქვს დე ნიროს როჯერ ფედერერთან? [ვიდეო]