in

ჩემპიონთა ზონა — საფეხბურთო დღესასწაული გულშემატკივრებისთვის

საფეხბურთო ჩემპიონატი ის სპორტული მოვლენაა, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში. ოთხ წელიწადში ერთხელ გულშემატკივრები ფავორიტი ნაკრებების მხარდასაჭერად საქართველოშიც ერთიანდებიან.

ზაფხულთან ასოცირებული მუნდიალი წელს ზამთარში იმართება. სწორედ ამიტომ, ლიდერსპორტმა გადაწყვიტა, დღესასწაული თბილ და კომფორტულ სივრცეში აღენიშნა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საბურთალოს სითი მოლში შეგიძლიათ, ჩემპიონთა ზონას ეწვიოთ. აქ დაგხვდებათ სათამაშო სივრცე, სადაც გართობასთან ერთად, შეძლებთ საფეხბურთო მატჩებსაც დიდ ეკრანზე, სრულიად უფასოდ ადევნოთ თვალი.

ჩემპიონთა ზონაში განთავსებულია FIFA 23, ფეხის ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი, სადაც მოედანზე, მოთამაშეების როლს გულშემატკივრები თავად მოირგებენ. ასევე, აქ ჩატარდება უამრავი გათამაშება, სადაც ლიდერსპორტის პრიზების მოგებას შეძლებთ.

ლიდერსპორტის გასართობი სივრცე ღიაა ყველა გულშემატკივრისთვის. თამაშობები ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი და მთელი დღის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. საღამოს 19:00-დან 21:00 საათამდე კი ჩემპიონთა ზონა ჩემპიონატებს დაეთმობა, რომელში მონაწილეობასაც ყველა მოხალისე შეძლებს. გამარჯვებულები კი ყოველდღე დაჯილდოვდებიან.

სივრცეში ჩემპიონთა ზონის ყველა გასართობი უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

როგორ გაერთობი ჩემპიონთა ზონაში?

  • უყურე საფეხბურთო მატჩებს კომფორტულ სივრცეში
  • გამოიცანი ჩემპიონატის მატჩების შედეგები
  • გამოიცანი საფეხბურთო ქვიზები და მიიღე საჩუქრები

ითამაშე

  • FIFA 23
  • მაგიდის ფეხბურთი ნამდვილი მოთამაშეებით
  • ფეხის ბილიარდი
  • „სკამიდან სკამში“

მისამართი: პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1, საბურთალოს სითი მოლი, მე-3 სართული.

[R]

პირველი სამხედრო ფრენა 100%-იანი მდგრადი საწვავით წარმატებით დასრულდა!

Nasa-ს ახალი ტექნოლოგია კოსმოსში შეტყობინების გაგზავნის საშუალებას იძლევა