in , ,

“cherie” -“შექმნილი შენთვის” – ყავის ქართული საწარმო

Startauperi
Startauperi

ყავის ქართული საწარმო „ჩერი“ ჯერ ორი სახის პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ლომთათიძე ამბობს, რომ სახელწოდება cherie (ყავის ნაყოფი) -დან მოდის.

34ff505832fb8443792d79531f542ccb

„ამჟამად ვაწარმოებთ ორი დასახელების ნალექიან ყავას: კლასიკი, რომელიც წარმოადგენს 100%-ით არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს და ორიგინალი, რომელიც აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავია, ძლიერი გემოთი.

რა ნედლეულს იყენებთ პროდუქციის დასამზადებლად?

ნედლი, მწვანე მარცვლის იმპორტი ევროპიდან ხორციელდება, სადაც ყავა ხვდება ეკვატორული სარტყელის ქვეყნებიდან, მოსავლის მიღების შემდეგ. ამ ეტაპზე 7 სხავადასხვა ჯიშის ყავა შემოგვაქვს ევროპიდან.

დიდი საწარმოა? რამდენი ადამიანია დასაქმებული?

დღესდღეობით „ჩერი“ ყველაზე დიდი ყავის მწარმოებელია ქვეყანაში. საწარმო, რომლის წარმადობა თვეში 300 ტონაა, რაც ქართული ნალექიანი ყავის ბაზრის 60 % -ზე მეტია. ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი.

რომელი სეგმენტისთვისაა გათვლილი „ჩერის“ პროდუქცია?

„ჩერი“ გათვლილია საშუალო და მაღალ სამომხმარებლო სეგმენტზე. მაგალითად, „ჩერი“ – კლასიკი პრემიუმ კლასის ყავაა, რაც შეეხება „ჩერი“ ორიგინალს, ის მასობრივ მომხმარებელზეა გათვლილი.

„ჩერი“ ადგილობრივ ბაზარზე ქართულ თუ უცხოურ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას?

ჩვენი პროდუქტი ძირითადად იმპორტირებულ, უცხოურ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. მინდა ავღნიშნო, რომ „ჩერი“-ს აქვს ბევრი კონკურენტული უპირატესობა, მაგალითად შეფუთვას თან ახლავს სპეციალური სარქველი, რომელიც არ ატარებს ჟანგბადს და გამოდევნის ნახშირორჟანგს, რაც უნარჩუნებს ყავას გემოსა და არომატს. ამასთანავე, არ ხდება პროდუქციის დასაწყობება და ვაწარმოებთ იმ რაოდენობას რამდენიც იყიდება, ამიტომ ყავა „ჩერი“ არის ყოველთვის ახალი. გვაქვს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც ხდება პროდუქციის შემოწმება ყველა ეტაპზე. პროდუქცია სერტიფიცირებულია, როგორც მომწოდებლის, ისე ადგილზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ადგილობრივ ბაზარზე, ყავის წარმოება რამდენად წარმატებული ბიზნესი შეიძლება იყოს?

უაღერესად საინტერესო შეიძლება იყოს, რადგან აღსანიშნავია ის, რომ საუკეთესო ყავის ბრენდები შეიქმნა სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ყავა არ მოდის. იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხის ყავა ვაწარმოოთ არ არის აუცილებელი, რომ ის საქართველოში მოდიოდეს, ამისთვის საჭიროა ის ტექნოლოგიური ხაზი, რაც ჩვენი კომპანიის საკუთრებაშია.

ლოგოსა და სლოგანის შესახებ. ვინ დაამზადა ბრენდინგი და რატომ შეირჩა ეს კონცეფცია?

„ჩერი“-ს ლოგოსა და სლოგანზე კომპანიის მარკეტინგულმა ჯგუფმა იმუშავა სარეკლამო კომპანია ‘’მეტრო’’-ს დახმარებით. სახელწოდება – „ჩერი“ და სლოგანი – “შექმნილი შენთვის” შინაარსობრივად მორგებულია ჩვენს მისიასა და მიზანს მომხმარებელს შევთავაზოთ 100 %-ით ნატურალური ყავა, რომელიც მორგებულია მათ გემოვნებას.

გრძელვადიანი პიარ და მარკეტინგული კამპანია თუ გაქვთ დაგეგმილი?

რა თქმა უნდა, მომავალში ვგეგმავთ 12 დასახელების ყავის სახეობის გამოშვებას და PR და მარკეტინგული კამპანიის გეგმებიც შესაბამისად, გრძელვადიანია. სექტემბრიდან განახალდება ჩვენი აქტივობები და მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ. მანამდე გეტყვით, რომ აგვისტოში ბათუმში ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს.

კოკა-კოლას ახალი რეკლამა, რომელიც მთლიანად ფანებმა დაამზადეს

Orange Santa, რიო დე ჟანეირო, შორენა ბეგაშვილი და გიორგი ლორია